ჟურნალმა “ფორბსმა” ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად უკვე მეოთხედ დაასახელა

ჟურნალმა “ფორბსმა” რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკვე მეოთხედ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად აღიარა.

“რუსეთის პრეზიდენტმა შეძლო თავისი გავლენა მსოფლიოს ყველა კუთხეში გაევრცელებინა, დაწყებული სამშობლოდან და დამთავრებული სირიითა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებით, პუტინი აგრძელებს მიიღოს ის, რაც მას სურს,” – ასე ხსნის საკუთარ გადაწყვეტილებას ჟურნალი “ფორბსი”.

გამოცემის რეიტინგში მეორე ადგილს აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იკავებს, ხოლო ბარაკ ობამა წელს სიაში 48-ე ადგილას აღმოჩნდა. მესამე ადგილზე “ფორბსმა” გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი დაასახელა, მეოთხე ადგილს ჩინეთის ლიდერი, სი ცზინპინი, მეხუთეს კი რომის პაპი, ფრანცისკე იკავებს.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ათეულში მოხვდნენ ასევე მილიარდერი ბილ გეითსი და “ფეისბუქის” დაამარსებელი, მარკ ცუკერბერგი. 32 წლის ცუკერბერგი სიაში ყველაზე ახალგაზრდაა.

 

წყარო  :  2030news.ge

Comments
Loading...