ზიკას ვირუსის საფრთხე – რიოს კარნავალის სამზადისში კორექტივები შევიდა

ზიკას ვირუსის საფრთხის გამო რიოს კარნავალის სამზადისში კორექტივები შევიდა. ეპიდემიის პრევენციის მიზნით იმ კოღოების გასანადგურებლად, რომლებსაც ვირუსი გადააქვთ, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. პროცესში 220 ათასი სამხედროა ჩართული.

ბრაზილიის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ზიკას ვირუსი, რომელიც ნაყოფს აზიანებს და ჩვილ ბავშვებში მიკროცეფალიას იწვევს, უკვე 3 893 ადამიანს აღმოაჩნდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სამხრეთ ამერიკაში ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა, 500 ათასამდე ადამიანი კი შესაძლოა, ვირუსის მატარებელი იყოს.

პირველი შემთხვევები უკვე დანიასა და შეერთებულ შტატებშიც გამოვლინდა. საშიში შტამი იმ პაციენტებს აღმოაჩნდათ, რომლებიც სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.