“ზოგიერთი გარეთ სცემეს, ზოგიც მანქანაში”- ბათუმში პოლიციას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ბათუმში დაკავებულების ახლობლები პოლიციას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, პოლიციამ ბულვარში გვიან ღამით 7 ახალგაზრდა დააკავა, ერთ-ერთი მათგანი კი მათი მტკიცებით, არასრულწლოვანია. ედავებიან.

დაკავებულთა ახლობლებმა უკვე მიმართეს გენერალურ ინსპექციას. ისინი სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადემეტების შესწავლას და რეაგირებას მოითხოვენ.

ერთ-ერთი პირი, ვახტანგ ლომინაძე აცხადებს, ინცინდენტისას მას თავში გაურკვეველი ნივთი მოხვდა.

“ბიჭების მიმართ იყო ხელით შეხება, ზოგიერთი გარეთ სცემეს, ზოგიც მანქანაში როცა განყოფილებაში გადაჰყავდათ. წინააღმდეგობა არავის გაუწევია, უბრალოდ ბიჭებს შორის მოხდა ელემენტარული შელაპარაკება. ყველა ვაპირებდით სიტუაციის განეიტრალებას. პოლიცია რომ მოვიდა ისინი აგრესიულად იქცეოდნენ”- აცხადებს ახალგაზრდა.

როგორც შს სამინისტროში ნიუპოსტს” განუცხადეს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

უწყების ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მათ ადგილზე მისულ პოლიციასაც გაუწიეს წინააღმდეგობა. მათივე თქმით შვიდივე პირი კანონის სრული დაცვით დააკავეს.

ბრალდებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი. სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

ახალგაზრდები ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლით არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

newposts.ge

Comments
Loading...