„ზოგჯერ კოალიციის შიგნით, გამოითქმება აზრები, რომლებიც მისაღები არ არის,“ – სოზარ სუბარი

„ზოგჯერ კოალიციის შიგნით, გამოითქმება აზრები, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, მისაღები არ არის ხოლმე,“ – ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გოგი თოფაძის მიერ გამოთქმულ სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება.

სოზარ სუბარის შეფასებით,

„არც მწვავე, არც რბილი დაპირისპირება არ არის, თუმცა ზოგჯერ კოალიციის შიგნით, გამოითქმება აზრები, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, მისაღები არ არის ხოლმე. ვგულისხმობ, გოგი თოფაძის პარლამენტში გამოსვლის ერთ ნაწილს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მას პირადად სურს მოუსმინოს გოგი თოფაძეს.

„მე მირჩევნია, მოვუსმინო ბატონ გოგი თოფაძეს, როგორ ლაპარაკობს ის ამას,“ – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი განმარტავს, რომ ჟურნალისტებთნა კომენტარის გაკეთებამდე, ის დაუკავშირდა გოგი თოფაძეს, და განმარტებები მოითხოვა მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

„პირადად ვესაუბრე ბატონ გოგის და მან ბრძანა, რომ არ ადასტურებს ამ ინფორმაციას, რომ მას ასეთი რამ არ უთქვამს. შესაბამისად, მე ვიღებ ბატონი გოგის ამ პასუხს, შესაბამისად, რაც არ ყოფილა, იმაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

Comments
Loading...