ზოოპარკის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ზოოპარკის გადატანა 3-4 წლის ვადაში მოხდება. ძველი ზოოპარკის ტერიტორიაზე კი თბილისის ცენტრალური პარკი იქნება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი ზოოპარკის გადატანა ეტაპობრივად მოხდება, რადგან ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამისთვის დაახლოებით 30-40 მლნ ლარია საჭირო.

„თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე წინა წელს ძაღლსაშენი აშენდა და იქ ძაღლები გადაიყვანეს. წელს 20-მდე სხვადასხვა ვოლიერი გაკეთდება და ცხოველების გადაყვანა მოხდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Comments
Loading...