ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელი განიხილა
როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მოსარჩელე მხარის ინტერესების დამცველმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ იურისტმა ლელა მოწონელიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ჩემი მოთხოვნა იყო, სასამართლოს ბათილად ეცნო გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მაია ღურწკაიასა და ქეთევან ტაბაღუას დათხოვნის შესახებ. ასევე, მოვითხოვე მათი სამსახურში აღდგენა და გაცდენილ პერიოდში დაგროვილი ხელფასის, პრემიისა თუ სახელფასო დანამატის ანაზღაურება“, – განაცხადა მოწონელიძემ.
ზუგდიდის გამგეობაში ატესტაცია 17, 18 და 19 ნოემბერს ჩატარდა. ატესტაციის შედეგად, სამსახურიდან 28 თანამშრომელი გაათავისუფლეს.
მორიგი სასამართლო პროცესი 8 თებერვალს ჩაინიშნა.