ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული პროფესიული თეატრი ინგრევა

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული პროფესიული თეატრი, რომელსაც 150 წელი უსრულდება შესაძლოა დაინგრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფოტოებთან ერთად სოციალურ ქსელში სამხატვრო ხელმძღვანელი შალვა წერედიანი ავრცელებს, რომელსაც ,,ფოსტალიონი“ უცვლელად გთავაზობთ:
„აღარ ვიცი, რა ვქნა და რა ვუთხრა ჩემს მსახიობებს და ქალაქის მოსახლეობას.. კიდევ ერთი სეზონის დასასრულს, გაყინულ დარბაზში და სცენაზე მსახიობებმა მაქსიმუმი მოახერხეს და მაყურებელმაც კიდევ ერთხელ არნახული თანადგომა გამოგვიცხადა…
მაგრამ როდემდე? ისევ ავადაა თეატრის უხუცესი მსახიობი ზემფირა გუნია… იგივე მდგომარეობაში არიან დასის უმეტესი მსახიობები… რაც თეატრმა ბოლო პერიოდში მოახერხა, ამას ჩვენი მაყურებლები და პროფესიონალები ჩვენზე კარგად აფასებენ …
საკუთარ თავს ვეკითხები: მაქვს კი ასეთ პირობებში მუშაობის უფლება? ან აწი რა უნდა ვქნათ? რა უნდა გავაკეთოთ კიდევ?
ნუთუ ყველაფერს ერთი ფასი აქვს? მე რომ სამნახევარი მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდი და გადავრჩი, არაფერი, მაგრამ თანამშრომლებიდან ვინმე რომ დაშავდეს ან დაიღუპოს, პასუხი ვინ უნდა აგოს??? მაქვს კი ასეთ პირობებში მუშაობის უფლება?
ან ნეტავ ჩვენ გარდა ვინმეს კიდევ თუ აწუხებს ეს მდგომარეობა??? უკვე ძალიან ახლოსაა თეატრის 150 წლის იუბილე!
ნუთუ ეს ფაქტი უბრალოდ დავივიწყეთ??? ნუთუ გგონიათ, რომ თეატრის შენობა მშვიდად დაინგრევა და არაფერი???
მართლა ასე გგონიათ?!“ ჯემალ ღამბაშიძე.1441377_1215241171823512_8619885656913397080_n-640x3601937209_1215241211823508_5354391997420223794_n-640x360

წყარო

ჯემალ ღამბაშიძე

Comments
Loading...