ზუგდიდში 13 წლის მოზარდი დაიკარგა

ზუგდიდში 13 წლის მოზარდს ეძებენ. როგორც „ნიუპოსტის“ კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება ბავშვის სახლიდან გაუჩინარება პირველი შემთხვევა არ არის.
დაკარგულია 2004 წელს დაბადებული ლუკა დევდარაიძე, რომელიც სახლიდან გუშინ 10 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა.

მშობლების თქმით, მისი სიმაღლეა 140-ი სმ-ია, აცვია ნაცრისფერი მოსასხამი, თეთრი მაისური და ჯინსის შარვალი. მათივე ინფორმაციით, მოზარდს თან ჰქონდა მობილური ტელეფონიც.

ოჯახი საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს და ნებისმიერი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში მითითებულ ნომერზე დაკავშირებას მოუწოდებს:

– 577 75 96 96, 599 50 94 92

აღნიშნულ ფაქტს “ნიუპოსტთან” საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

წყარო: ნიუპოსტი

Comments
Loading...