ზუგდიდში, ახალგაზრდა ქალს სატვირთომ გადაუარა

სამეგრელოში, ზუგდიდის ცენტრში,გამსახურდიას ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალს სატვირთო მანქანამ გადაურა, რის შედეგადაც ის ადგილზევე გარდაიცვალა.

შსს-ს პრესსამსახურიც ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილმა შუქნიშანზე გადასვლა მოინდომა, რა დროსაც მწვანე აინთო და სატვირთომ გადაუარა. ქალბატონს თავი სრულად აქვს დაზიანებული.

Comments
Loading...