ზუგდიდში, თამბაქოს საწყობის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებას მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდში თამბაქოს საწყობის ტერიტორიაზე გუშინ საღამოს აფეთქება მოხდა, რომელსაც მამაკაცი ემსხვერპლა.
აფეთქების შედეგად დაინგრა შენობის კედლები და გაჩნდა ხანძარი. მამაკაცის ცხედარი, აფეთქებული საწყობის ტერიტორიაზე, მაშველებმა მოგვიანებით იპოვეს.

აფეთქების მიზეზი უცნობია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

Comments
Loading...