ზურა სიხარულიძე – “დადგა საარჩევნო წელიც…”

“დადგა საარჩევნო წელიც… მესმის რომ ახლა არავის ცხელა ამისათვის და მთავარი თემები სხვაა, მაგრამ არც ეს თემაა ყურადღებას მოკლებული. მინდა ყველას მივმართო ერთი თხოვნით ,ყველა პოლიტიკოსს და ყველა პილიტიკურ პარტიას ვინც მიიღებთ ამ არჩვენბში მონაწილეობას, სანამ რამე დაპირებას მისცემთ ქვეყანას ნარკოპოლიტიკის ლიბერზალიზაციის კუთხით კარგად დაფიქრდით გეყოფათ თუ არა ის პასუხისმგებლობის აღების საშუალება, რომ
ნამდვილად შეცვალოთ რამე და ადამიანები მარტო იმიტომ რომ მოიხმარენ ნარკოტიკს დასაჯოთ და გაუშვათ ციხეში, გეყოფათ თუ არა იმის ძალა და შესაძლებლობა რომ ამ ქვეყანაში ერთი სარეაბილიტაციო ცენტრი არსებობდეს? გეყოფათ თუ არა იმის ძალა და გექგნებათ შესაძელბლობა გაზარდოთ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა ? გეყოფათ თუ არა ძალა შეცვალოთ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და ხალახს არ აჯარიმებდეთ მარტო
იმიტო ,რომ მათ შარდში რაღაცა ამოუვათ?შეძლებთ თუ არა გააუქმოთ ავადხსენებული 273 მუხლი ? თუ ამას ვერაფერს ვერ შეძლებთ მაშინ არც დაპირება არ მისცეთ. კარგად გაიაზრეთ ყველაფერი იმიტომ რომ ძაან რთული სიტუაციაა . ინტრავენური მომხმარებლების რიცხვმა 50000 მიაღწია და რაც შეეხება ის ვინც ფსიქოტროპულს
იყენებს ის რიცხცი არავინ იცის . უამრავი ადამიანი ვინ ციხეები გაიარა და წამება, დღეს დამოკიდიბულია ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე. ოკუპირებულ ტერიტორიაბზე ნარკოტიკების
მომხამრბლების რიცხვი კატასროფულია, მიგრანტებში არის უმძიმესი სიტუაცია, დარგი განიცდის უმძიმეს პერიოდს. ამიტომ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გააკეთო უნდა გეყოთ გამბედაოობა და გაგჩნდეთ პოლიტიკური ნება რომ შეცვალოთ ამ ქვეყნაში რამე.”

წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში

Comments
Loading...