ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე იმსჯელებენ

პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრაღაში გაემგზავრა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან მორიგ შეხვედრა გამართავს.

წინასწარი ინფორმაციით, ორმხრივ ფორმატში ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზეც უნდა იმსჯელონ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში აცხადებს, რომ ქართული მხარე რუსეთის პოზიციას მოისმენს.

“ჩვენ არ ვაპირებთ ზარ-ზეიმი ავტეხოთ ამის გამო. სავიზო რეჟიმის მოხსნაზე საუბარი არ არის. გამარტივება მოხდება საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის”, – განმარტა ზურაბ აბაშიძემ

Comments
Loading...