ზურაბ ჯაფარიძე: წადით, რაც შეიძლება ბევრჯერ, რაც შეიძლება მალე, წადით და ნახეთ რა არის ევროპა

“ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყება რეალურად არის საეტაპო და ისტორიული გადაწყვეტილება. დღეს გავხდით ევროკავშირის ერთიანი ბაზრის თითქმის სრულფასოვანი ნაწილი”,- ასე გამოეხმაურა “გირჩის” დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას სოციალურ ქსელში.

“გვაქვს:

1. კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება

2. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი (თითქმის) გადაადგილება

3. და (დღეიდან) მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება

არ გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის იქ მუშაობის უფლება. და ამის იღწევას კიდევ ბევრი წელი დასჭირდება, მაგრამ, რაც გვაქვს უკვე, არის ძალიან მაგარი. 10-15 წლის წინ ამაზე საუბარიც კი სასაცილოდ და არადამაჯერებლად სჩანდა. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც სჯეროდა და ვინც ძალიან ბევრი დრო და ენერგია დახარჯა რომ ეს ყველაფერი მიგვეღო და ნუ აქცევთ ყურადღებას ათას სისულელეს. არავინ გაგვიუქმებს ამ მიღეწევებს. კრიმინალები იქ ისედაც ახერხებდნენ გაძრომას, ამ მხრივ არაფერი შეიცვლება მნიშვნელოვნად.

წადით, რაც შეიძლება ბევრჯერ, რაც შეიძლება მალე, წადით და ნახეთ რა არის ევროპა. წადით, დაათვალიერეთ და ისწავლეთ”,- წერს ჯაფარიძე.
ipress.ge

Comments
Loading...