საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე, ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
გადაცემა „არჩევანში“ მან გაიხსენა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ღამე და აღწერა ის სიტუაცია, რაც ბინაში შესვლის შემდგომ დახვდა.
„მარტო გადაადგილება ბატონი ზურაბის არ იყო ერთჯერადი, ვისურვებდი, რომ ეს თემა არ ყოფილიყო ასეთი აქტუალური, მაგრამ ბატონი ზურაბი იყო უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი, იგი იყო პირველ რიგში მეგობარი, მე ვიყავი 17 წლის მასთან მშაობა რომ დავიწყე, ფაქტობრივად გამზარდა მან. ძალიან ბევრი ადამიანის მიმართულების მიმცემი იყო და იყო ადამიანი, რომელმაც დღევანდელი ქართული სახელმწიფო ერთ-ერთი არქიტექტორი გახლდათ.
არ არსებობს იმაზე მეტი ვალდებულება, ვიდრე იყო მართალი შენი ქვეყნის წინაშე, ეს მახსოვს მისგან. ჩემთვის იყო ძალიან მძიმე ამ ყველაფერზე საუბარი, ეს უნდა ყოფილიყო ერთხელ ცხადა ნათქვამი, იმ პირობებში როდესაც ეს არ იყო ჩვენგან წამოსული“, – აღნიშნა ხარშილაძემ.
მისივე თქმით ზურაბ ჟვანიას ძმამა იცის საქმის დეტალები. ხარშილაძე აცხადებს, რომ სწორედ ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, საქმე გამხდარიყო საჯარო:
„ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ ყველა დეტალი, გადაწყვიტეს, რომ ეს საქმე გამხდარიყო საჯარო. მისი გადაადგილება არ მომხდარა იმ საღამოს, არ იყო გამონაკლისი, ასეთი რაღაც ხდებობდა წლების განმავლობაში, შესაძლებელია, რომ მარტო არ უნდა დარჩენილიყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ეს იყო მისი მოთხოვნა.
დაცვის თანამშრომლის მთავარი ფუნქციაა, რომ მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება, ყველაფერს ვერ გაწერ წესდებაში, ცხადია, რომ პრემიერ-მინისტრი არ უნდა ყოფილიყო მარტო. იყო გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ითხოვდა, რომ დაგვეტოვებინა მარტო, მაგრამ პერიმეტრზე ვიზუალის კონტროლის შესაბამისად. ასეთი შემთხვევები ხდებოდა წლების განმავლობაში, იყო რამდენიმე კონსპირაციული ბინა. იყო ცნობილი ჩემთვის ვის ხდებოდა ხოლმე“, – აღნიშნა ხარშილაძემ.
კობა ხარშილაძე საუბრობს ნაჭდევზე, რომელიც ზურაბ ჟვანიას ცხედარს ტუჩზე არენიშნებოდა. მან განმარტა, რომ ხელოვნური სუნთქვის ჩატარების შემდეგ დარჩა ჟვანიას ცხედარს ეს იარა:
„პირველად დამირეკა მიხეილ ძაძამიამ, მითხრა, რომ კონტაქტს ვერ ამყარებდა, რაზეც ვუთხარი, რომ მივიდოდი უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 20-25 წუთში მივედი ადგილზე, დავინახე, რომ ერთ მხარეს ფანჯარა იყო ჩამტვრეული, მიხეილ ძაძამიამ ჩაამტვირა იგი, როცა ვერ დაეკონტაქტა, მე შევედი და ვიყავი პირველი ადამიანი, რომელმაც გარდაცვლილი ვნახე.
ნაჭდევი მოხდა მას შემდეგ, რაც ხელოვნური სუნთქვა გავუკეთე და ეს იარა ჩემს გამო ჰქონდა მას“, – განმარტა კობა ხარშილაძემ.