ზურაბ ჟვანიას საქმის გამო დავით ოქიტაშვილს საკუთარ ავტოფარეხში ჩაკეტეს და ცემეს

დავით ოქიტაშვილი: ადამიანებს ეტყობა უკვირთ, რომ დათო ოქიტაშვილი რატო არის გადაკიდებული ამ “ნაციონალურ მოძრაობაზე”?

პირველად, ექსკლუზიურად გეუბნებით თქვენ, ეს არცერთი ჟურნალისტისთვის არ მითქვამს ჯერ. რატომ ვარ მათზე ასეთი გამწარებული? როდესაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა, უფრო სწორად რომ მოკლეს, ხმამაღლა ვთქვი, რომ იმ სიბინძურის, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ზურას გარშემო ატეხა, არ მჯეროდა. იცით ამის მერე რა მოხდა? მოგიყვებით ახლა ისტორიას, რომელიც ჯერ არავისთვის მითქვამს. ჩემს ოჯახზე ხორციელდებოდა ზეწოლა. როდესაც გირეკავენ და გემუქრებიან, რომ 14 წლის ქალიშვილის გაუპატიურებით და ტყეში დაგდებით, წარმოიდგინეთ, რა გადავიტანე. ბავშვს სკოლაში არ ვუშვებდი, ჩემს უფროს ქალიშვილზეა ლაპარაკი. მე ეს აქამდე არსად არ მითქვამს იმიტომ, რომ ახლა, უკვე გათხოვილია და ბევრი რაღაცეები არ იცოდა მაშინ, მეკითხებოდა, მამა რატომ არ უნდა წავიდე სკოლაში? იცით, მე საკუთარ ავტოფარეხში ჩამკეტეს.

“მეტრონომი“: ვინ ჩაგკეტათ?

– ჩემს ავტოფარეხში ჩამკეტეს. სამნი იყვნენ, ღმერთმა შეუნდოს ამ ადამიანებს, არ ვარ ბოროტი სხვებისგან განსხვავებით. მცემეს, თავში მირტყეს მაკაროვის იარაღი, “აბოიმა” კი დარჩათ და ჩემმა მეუღლემ გადასცა შესაბამის ორგანოს. რომ მოვიდნენ იცინოდნენ, ნუ, არაუშავს, ვინ არ უცემიათ. ავტოფარეხში, როდესაც მირტყამდნენ და მცემდნენ, ორადორ სიტყვას მეუბნებოდნენ, გაჩუმდი, ხმა არ ამოიღოო. მე მივხვდი, თუ ისინი მართლები იყვნენ და ზურაბ ჟვანიას იმას აბრალებდნენ რის გამოც მოკლეს, რატომ მცემეს, რატომ მიაყენეს შეურაცხყოფა ზურაბ ჟვანიას ბევრ მეგობარს. რა დაუშავათ ჩემმა 14 წლის ქალიშვილმა, გაუპატიურებით რომ ემუქრებოდნენ და ტყეში დაგდებით? მას მერე დამემართა შაქარი. ახლა, ინსულინზე ვარ დამოკიდებული. ცემის მიზეზი იყო ის, რომ არ მჯეროდა ზურაბ ჟვანიას სიკვდილის ოფიციალური ვერსიის, რა ვერსიაც დღემდე აქვს ამ ნაბო..რ ბოდიში და ნაჩათლახარ “ნაციონალურ მოძრაობას”.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მთელი ამბავი იყო ატეხილი. ეს ის პერიოდია, როდესაც უცნობი იჯდა საკანში და მან თქვა, რომ დათოსგან რაღა უნდოდათ რატომ სცემესო. იქ ნახევარი საქართველო იყო მოსული ჩემს დასაცავად, მაგრამ სიმართლე სად უნდა მომეძია, მითხარით, სად უნდა მომეძია რომელ სასამართლოში?

ყველას უკვირს რატომ ხარ ასე, შენც ხომ ერთი პერიოდი მაგათთან მუშაობდიო. დიახ, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს, მეც მჯეროდა “ნაციონალური მოძრაობის”, მაგრამ მოვიდნენ თუ არა ხელისუფლებაში, დავინახე რომ ეს არის სექტა, მკვლელების ორგანიზაცია და რომლებმაც მომიკლეს უახლოესი მეგობარი ზურაბ ჟვანიას სახით.

– ანუ, თქვენ გცემეს და მოხვდით რესპუბლიკურ საავადმყოფოში?

– სუსი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მისული სანამ მე მიმიყვანდნენ და ექიმებს ეკითხებოდა, დათო ოქიტაშვილი არ მოუყვანიათო? „რუსთავი 2“, რომელიც ახლა დემოკრატიაზე ლაპარაკობს, სწორედ მათ დადგეს ეს სპექტაკლი. როდესაც საავადმყოფოში მიმიყვანეს, ამ ტელევიზიის ჟურნალისტები უკვე იქ დამხვდნენ. მე ნიკა რურუას მინისტრობის უბედურ პერიოდში ვმუშაობდი და წამოვედი სამინისტროდან.

– თქვენი ნებით წამოხვედით სამსახურიდან?

არა. მაიძულებდნენ, რომ წამოვსულიყავი, მაგრამ მათთვის ჩემი ასეთი ფორმით გაშვება ცოტა რთული იყო. მივხვდი,რომ განცხადება უნდა დამეწერა და წამოვსულიყავი.”რუსთავი 2″-მა, როგორც ყოველთვის, შეკვეთილი სიუჟეტი გააკეთა. რომ თითქოს მე ვარ აფერისტი და საქართველოს მოსახლეობა მოვატყუე, “რივერდანსი” არ ჩამოვიყვანე.

უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მაგ სისტემას ბოლომდე არ ჩავყევი.

– ახლა ხელისუფლება ხომ შეცვლილია, სასამართლოში შეიტანეთ თქვენი ცემის ფაქტზე საჩივარი?

– ამ თემას იმიტომ შევეშვი, რომ ამ ქვეყანაში ჩემზე მეტად იმდენი ადამიანი გააუბედურეს, იმდენი ადამიანი მოკლეს, რომ დათო ოქიტაშვილის ცემის საკითხი სასამართლოში საჩივლელად არ ღირს, ხოლო 2007 წლის სასამართლოში ჩემ სიმართლეს ვერ დავამტკიცებდი. ახალი პროკურორის იმედი მაქვს, რომელიც ბევრ ასეთ საქმეებს გამოიძიებს და ძალიან მალე საქართველოში გაიგებენ ვინ მოკლა ზურაბ ჟვანია.

ჩემს შვილს ბოდიშს ვუხდი, რადგან არ ვეუბნებოდი რატომ არ დადიოდა სკოლაში. ჩემი მეუღლე სახლიდან რომ გამოდიოდა უკან მანქანა დაჰყვებოდა.

– თქვენივე ავტოფარეხში გცემეს?

– კი ჩემივე ავტოფარეხში მცემეს ღამის 11 საათზე. ამ ყველაფერს პირველად თქვენ გიყვებიათ, სხვა ტელევიზიებისთვის არ მითქვამს. მაგათ მარტო ჟვანიას შვილების ცოდვა ეყოფათ .

როდესაც რაღაცა სტატუს ვდებ, მწერენ, მედროვე ხარო. მე არც ოცნებისტი ვარ, არც ლეიბორისტი და არც ნაცხროვა. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ “ნაციონალური მოძრაობისგან” განსხვავებით სახეში არ მაფურთხებენ. ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო არის ხალხის სიყვარული.

ვარსკვლავების პროექტი ჩამომართვეს. ეს ჩემთვის იცით რას ნიშნავს? შვილის მკვლელობის ტოლფასია. თუმცა, ახალი ხელისუფლება რომ მოვიდა, დამიბრუნეს.

მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს, ესენი რა ჯალათები არიან და ჟვანიას ოჯახმა რა ტრაგედია გადაიტანა. მე ოცნების წევრი არ ვარ მაგრამ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იცით რატომ? ძალიან ბევრი პრობლემების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ყველა ოჯახი გადაარჩინა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, მედროვე არ ვყოფილვარ. ეს ნაბიჯი ჩემი მეგობრის სიკვდილის გამო გადავდგი, ზურაბ ჟვანია დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო საქართველოში სულ სხვანაირად ვიცხოვრებდით.ზურამ შეცდომა დაუშვა. ის ზედმეტად ენდობოდა თავის გუნდს და სააკაშვილს. ვიბრძოლებ სიცოცხლის ბოლო წუთამდე, რომ ეს სექტა საქართველოში აიკრძალოს. მე მაქვს ზურას ოჯახთან ახლო ურთიერთობა. ნინო, ზურას ცოლი ჩემი უმცროსი შვილის ნათლიაა. მე რომ მივდივარ ამ ოჯახში და ბავშვებს ვუყურებ მეტირება, რომ გენიოსი მამა ამ გარეწრებმა მოუკლეს. ყველაფერ ამის ხელის შემწყობი იყო “რუსთავი 2”. მასმედიის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა, მათ ტელევიზიას რომ ვუყურებ, მგონია, რომ ისევ იმ დროში ვცხოვრობ, სადაც ეს სატანა იყო პრეზიდენტი. უკრაინიდანაც გამოაგდებენ მაგ ჯალათს და მკვლელს.

ნუკი მჭედლიშვილი
metronome.ge

Comments
Loading...