ზვარეში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა – “ჩინელებმა 4 ქართველი დანით თუ ცულით დაჭრეს”

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში დაძაბული ვითარებაა. მას შემდეგ რაც გუშინ, „ჩინური რკინიგზის 23-ე ბიუროს” თანამშრომლებმა 4 ადგილობრივს მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, დღეს შეხლა-შემოხლა კვლავ გაგრძელდა, რაც 4 ადამიანის დაჭრით დასრულდა.
როგორც “ნიუპოსტს” ზვარეს რწმუნებულმა ბერიკა ტალახაძემ განუცხადა, დაჭრილია 4 ადგილობრივი.
მისი თქმით, კონფლიქტის მიზეზი ჩინური კომპანიის წარმომადგენელთა ქმედებამ გამოიწვია. უფრო კონკრეტულად, გუშინ 4 ადგილობრივს სახლში შეშა მიჰქონდა, როდესაც კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომლები ქუჩაში დახვდნენ და უთხრეს, რომ შეშა მათი კომპანიის ტერიტორიიდან მოიპარეს. “ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს ეგონათ რომ ქართველები სახლში კომპანიის მიერ დამზადებული შეშა მოჰქონდათ ამ მოტივით გზა ჩაუხერგეს, საბოლოოდ გუშინ სამი ქართველი დაიჭრა. ვითარება დღესაც დაიძაბა, დღეს დანით თუ ცულით კიდევ 4 ქართველი დაჭრეს”- აღნიშნა რწმუნებულმა.
მისი თქმით, ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, დაშავებულები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც “ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

მღებრიშვილის უწყების ცნობითაქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ხარაგაულში განვითარებულ მოვლენებზე სპეციალური განცხადების გეგმავს საქართველოს პროფესიული კავშირიც.

 

წყარო:newposts.ge

Comments
Loading...