ზვიად კირთავა – თომას ჰამარბერგმა თქვა, რომ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ეგეთი შემთხვევა!
ექიმი ზვიად კირთავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს
“როდესაც გიგი უგულავაზე ვფიქრობ, სულ მახსენდება 70 წლის პენსიონერი, ჭილაშვილი – ლტოლვილი სამაჩაბლოდან, რომელსაც ორი დამპალი ფიცრის ქურდობისთვის (ფიცრების პატრონი ვერასდროს დადგინდა, უპატრონოდ ეყარა ქუჩაში!) ნაცების სასამართლომ ჯერ 2 წელი მიუსაჯა, მერე 5,000 ლარიანი საპროცესო გარიგება შესთავაზეს, და ბოლოს 1 წლით ჩასვეს. ამ ფიცრების მაქსიმალური შესაძლო ფასი 15 ევროც კი არ იყო – თომას ჰამარბერგმა თქვა, რომ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ეგეთი შემთხვევა! 15 ევროს ღირებულების ნივთის მოპარვისთვის (აღებისთვის! – პატრონი ხომ არც არსებობდა!) 70 წლის უმუშევარი მოხუცის 1 წლით დაპატიმრება!
ჰო, ჭილაშვილი პოლიტპატიმარი არ იყო!
ამიტომ, ჰამარბერგის მეტს არავის გახსენებია…
და არც ბოდიში მოუხდია არავის ” -წერს კირთავა