ზვიად ტომარაძე დავით ზურაბიშვილს: “ბ-ნო დავით, ეს ქვეყნები დემოკრატიულია?”

“საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე რესპუბლიკური პარტიის წევრ დავით ზურაბიშვილს პასუხობს:

“ეხლახანს რუსთვი2-ზე ჩემს მორიგ კანონპროექტზე (რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა) სიუჟეტი გავიდა. რათქმაუნდა მე შავ სიაში ვყავარ და როგორც ავტორი არც მახსენეს:)
კანონპროექტზე კომენტარები: ზურაბ ტყემელაძე კანონპროექტს მხარს უჭერს; აშშ-ს ელჩმა მოიბოდიშა, კანონპროექტს არ ვიცნობო; ნაციონალმა მიხეილ მაჭავარიანმა – არც მწვადი დაწვა და არც შამფური; აბა გამოიცანით ვინ გამოვიდა წინააღმდეგი? დიახ რესპუბლიკელი, დავით ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა რომ მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაკტიკაში ამის დეფინიცია არ არსებობსო და იმედი გამოთქვა, პატრიარქისთვის შეწყალების მინიჭების მსგავსად, ეს ინიციატივაც არ გამოვაო…:)))

ბ-ნო დავით, ეს ქვეყნები დემოკრატიულია?

იტალიაში სისხლის სამართლის კოდექსის 724-ე მუხლი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის“ ითვალისწინებს ადმინსტრაციულ სასჯელს, ჯარიმას 51-დან 309- ევრომდე.

ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 525-ე მუხლის მიხედვით პირს რომელიც შეურაცხყოფს რომელიმე რელიგიური აღმსარებლობის გრძნობებს საჯაროდ, სიტყვიერად ან წერილობით ისჯება ჯარიმით.

ავსტრიის სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით იკრძალება:
წმინდა პირებისა და რელიგიური სიმბოლოების შეურაცხყოფა. სასჯელი: ჯარიმა ან 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

დანიის სიხლის სამართლის კოდექსისი 140-ე მუხლით იკრძალება “რელიგიური გრძნობების შეურახყოფა”. პირი რომელიც საჯაროდ დასცინის რელიგიურ მოძღვრებსისჯება თავისფლების აღკვეთით, ვადით მინიმუმ 4 თვე.

ჰოლანდიის სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლის მიხედვით არაუმეტეს სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთით (ან ჯარიმით) ისჯება პირი რომელიც საჯაროდ, ზეპირად ან წერილობით შეურაცხყოფს რელიგიურ გრძნობებს.

ისლანდიის სისსხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით რელიგიური ღვთისმსახურის, ან ღვთისმსახურების საჯარო შეურაცხყოფა ისჯება 3 თვიანი პატიმრობით, ან ფულადი ჯარიმით” -წერს ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში

Comments
Loading...