ზვიად ტომარაძე -“მივესალმები ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებას, თუმცა…”

“მივესალმები ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებას. თუმცა საზოგადოებაში წარმოქმნილ საყოველთაო აჟიოტაჟს ვერ ვუერთდები, რადგან ამ მოვლენის იმგვარი წარმოჩენა ხდება, ვითომ ამისთვის ვარსებობდით როგორც სახელმწიფო და ამით მთავარი მიზანი მიღწეულია! ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქებისთვის ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა, თუმცა ჩვენს უმთავრეს საზრუნავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გაღატაკებული მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობა და კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა წარმოადგენს!”

– “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე

Leave A Reply

Your email address will not be published.