ზვიად ტომარაძე – “ფეისბუქის 13 მცნება”

“ფეისბუქის” 13 მცნება:

1. თუ ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგი ხარ, არ ნიშნავს რომ რუსეთის აგენტი ხარ და პირიქით, თუ ამბობ რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, არ ნიშნავს რომ ერთსქესიანთა ქორწინების მომხრე ხარ.
2. თუ ნაცმოძრაობის როგორც პარტიის აკრძალვა გსურს, არ ნიშნავს რომ ქოცი ხარ და პირიქით, თუ ქოცებს რაიმე საკითხში აკრიტიკებ, ავტომატურად არ ნიშნავს რომ ნაცი ხარ.
3. თუ ზოგიერთი უღირსი სასულიერო პირის საქციელი არ მოგწონს, არ ნიშნავს რომ ათეისტი, ან სექტანტი ხარ, ასევე ზოგიერთი უღირსი სასულიერო პირის გამო, ნუ ლანძღავთ ეკლესიას. გახსოვდეთ რომ ჩვენს ირგვლივ მრავალი სასულიერო პირიც მოღვაწეობს.
4. ქვეყნის განვითარებისა და ტერიტორიული გამთლიანების გზების, სხვადასხვა საგარეო კურსის გატარების გამო, ნუ ეძახით ერთმანეთს მოღალატეებს, გახსოვდეთ რომ ეს უმძიმესი ბრალდებაა და უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენება.
5. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რომელი პარტიის წარმომადგენელი ხართ. თუ თქვენი პარტია რაიმეს მიჰქარავს, ნუ ცდილობთ ჩასვრილის გამოხოცვას. გახსოვდეთ რომ სიმართლე და ღირსება პარტიაზე მაღლა დგას.
6. ეცადეთ წეროთ ქართული შრიფტით, საბედნიეროდ ეს აღარ წარმოადგენს სირთულეს. ფერეიდანში 400 წლის გადასახლებულ ქართველებს უწერიათ ქართულად მაღაზიებზე, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო პრობლემები ექმნებათ. კომპიუტერში ქართულად წერა რა მოსატანია…
7. ვინც ელემენტარულ საზოგადოებრივ, ან ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებს, ახალ-ახალი მოთხოვნების წაყენების მაგიერ, შეაქეთ და სტიმული მიეცით.
8. ნუ ენდობით მომრავლებულ საეჭვო რეპუტაციისა და წარმომავლობის საიტებს.მაგალითად, საიტი: chiti.ge. სატირულ-დეზინფორმაციული ხასიათის საიტია.
9. ნუ მსჯელობთ სტატიის სათაურის მიხედვით, გახსენით ბმული, დაკვირვებით წაიკითხეთ და შემდეგ გააკეთეთ კომენტარი.
10. თუ შეგხვდათ ისეთი საკითხი, რაშიც გარკვეული არ ხართ, ნუ გგონიათ რომ თქვენი “მარგალიტები” უნდა გამოამზეუროთ და ვინმეს სტატუსზე აუცილებლად უნდა დააკომენტაროთ.
11. შეეცადეთ ორ მოკამათე პიროვნებას ერთდროულად არ მოუწონოთ (ულაიქოთ), უბრალოდ უხერხულია.
12. ნუ გჯერათ იმ პიროვნებების სტატუსების, ვინც დრომ გამოსცადა და ათას “ღობეზე” გადამხტარია.
13. და ბოლოს, ნუ გჯერათ ბოზის ცრემლების, ნარკომანის ფიცის და რუსთავი2-ის სიმართლის.

წერს დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში

Comments
Loading...