ზვიად ტომარაძე – საქართველოს ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება იზრდება!!!

“საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ს დირექტორი ზვიად ტომარაძე სოციალური ქსელის მეშვეობით საქართველოს ბიუჯეტიდან გაზრდილი ოდენობით დასაფინანსებელი რელიგიური ორგანიზაციების სიას აქვეყნებს:

საქართველოს ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება იზრდება!!!
მუსლიმური თემი: 2,2 მილიონი ლარი.
სომხური თემი: 600 000 ლარი.
კათოლიკური თემი: 400 000 ლარი.
იუდეური თემი: 300 000 ლარი.
ჯამში 3,5 მილიონს დაუმატეს კიდევ ერთი მილიონი!

პოლიტიკური კუთხით ეს არის გაუმართლებელი ნაბიჯი. რელიგიური კონფესიები გაღატაკებული მოსახლეობის ფულით არ უნდა დაფინანსდეს. ეს იმ ფონზე როდესაც, სომხური ეკლესია, რომელიც ასეულობით ტაძარს გვედავება, ხოლო თურქეთი აჭარის ისლამიზაციას ცდილობს. ასევე გაუმართლებელია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე.

2014 წელს, როდესაც სახელმწიფომ რელიგიური კონფესიების დაფინასება გადაწყვიტა, საპატრიარქო დააყენეს არჩევანის წინაშე, თუ გსურთ 25 მილიონიანი დაფინანსება ბიუჯეტიდან, მაშინ მხარი დაგვიჭირეთ სხვა კონფესიების დაფინასებასთან დაკავშირებით. საპატრიარქომაც არჩევანი გააკეთა. ნიშანდობლივია, რომ 2014 წელს, აღნიშნული საკითხის სამთავრობო სხდომაზე მომხსენებელი, რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი გახლდათ…” -წერს ზვიად ტომარაძე

Comments
Loading...