ზვიად ტომარაძე – სრულიად ვეთანხმები ფედერაციის პრეზიდენტს

“საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ს დირექტორი ზვიად ტომარაძე საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს:

“ვაკვირდები ქართულ ფეხბურთში ნაკრების მწვრთნელ კახა ცხადაძისა და ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილს დაპირისპირებას და სრულიად ვეთანხმები ფედერაციის პრეზიდენტს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელისთვის ხელფასი თვეში 120 000 ლარი ვფიქრობ ძალიან ბევრია. მიუხედავად ამისა ცხადაძეს შედეგებზე პროპორციულ ანაზღაურებას სთავაზობენ. კერძოდ, თუ საქართველოს ნაკრები 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მესამეზე გავა, ამაზე მეტ ხელფასს აიღებს, თუ მესამეს ქვემოთ – ამაზე ნაკლებს. და რა არის ამაში მოუწონარი? აბა მეხუთე- მეექვსე ადგილს ისედაც ვიკავებთ ყოველთვის და თუ მწვრთნელს ამის მოტივაცია არა აქვს, მაშინ დაინიშნება ის ვისაც ამის უნარი შესწევს. ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო კახა ცხადაძე და მწვრთნელადაც აქვს გარკვეული წარმატებები, მაგრამ მასზე ნაკლები ანაზღაურება ჰქონდათ ხოსე პეკერმანს (ბოლივიის ნაკრები), ფერნანდუ სანტუშს (საბერძნეთი), ალეხანდრო საბელიას (არგენტინა), ფოლკერ ფინკეს (კამერუნი), ნიკო კოვაჩს (ხორვატია) და სხვა..” -წერს ზვიად ტომარაძე

Comments
Loading...