ზვიად ტომარაძე – თბილისის მერი თბილისის სირცხვილია!

“რბილად რომ ვთქვათ, დღეს თბილისს მისთვის შეუფერებელი და უუნარო მერი ჰყავს! არჩევიდან წელიწადნახევრის განმავლობაში სითი პარკის პრობლემა ვერ მოაგვარა; ქალაქში გზები კატასტროფულ მდგომარეობაშია, ქალაქის საცობებს კიდევ უფრო ამძიმებს უსაშველოდ გაწელილი საგზაო სამუშაოები, გზები თვეობით დაკეტილია; სხვადასხვა მიზეზთა გამო რამდენიმე წელია მსოფლიოს ერთ-ერთი კოლორიტული და ლამაზი ქალაქი თბილისი, მახინჯ ქალაქად აქციეს, ნარმანიას ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებლად არაფერი გაუკეთებია, რიყის “მილები” კი არა უმისამართო ველოსიპედი ვერ მოაშორა რესპუბლიკის მოედანს (ვიცი რომ ვარდების მოედანი ჰქვია). არანაირი ინოვაციური პროექტი, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ქალაქს პატრონი არ ჰყავს…
წინააღმდეგი ვარ ადამიანების თბილისელებად და არათბილისელებად დაყოფის, მაგრამ მიმაჩნია რომ ზოგადად ქალაქის მერი ისეთი სპეციფიური თანამდებობაა, იმ ქალაქში უნდა იყოს დაბადებული და გაზრდილი რომელი ქალაქის მერიც უნდა გახდეს. თბილისს თბილისელი მერი უნდა ჰყავდეს, ქუთაისს – ქუთაისელი, ბათუმს – ბათუმელი, ზუგდიდს ზუგდიდელი…
მიმაჩნია, რომ საკრებულომ უნდა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ” მუხლი 51.
“10. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინიციატივა განიხილება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა. გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება, თუ ინიციატივას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადება იწვევს მისი უფლებამოსილების შეწყვეტას.””

წერს „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI-ის” ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.