ზვიად ტომარაძე უჩა ნანუაშვილის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კადრების და ჩანაწერების გამავრცელებელი საიტების დაბლოკვას და მათ შემოწმებას მოითხოვს, თუ როგორ მოხდა მათი გავრცელება.

სახალხო დამცველის ეს განცხადება ძალიან სამწუხაროა და ამავდროულად სამარცხვინოც! რადგან მისი ყურადღება გადატანილია კადრების გავრცელების გარემოებათა გამოძიებაზე და არა ამ კადრებში მონაწილე დაზარალებული პირების სასარგებლოდ!
მივმართავ საქართველოს პარლამენტს!!!
საქართველოს ორგანული კანონის “სახალხო დამცველის შესახებ” 10-ე მუხლის 1-ბ პუნქტის საფუძველზე (საქართველოს სახალხო დამცველს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ: ბ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას) ვადაზე ადრე შეუწყვიტოს უფლებამოსილება, რადგან იგი არა თუ 4 თვე, არამედ 3 წელიწადია ვერ ასრულებს თავის მოვალეობას! უჩა ნანუაშვილის მთელი ყურადღება გადატანილია გარედან თავსმოხვეულ „საშინაო დავალებებზე“. ნაცვლად იმისა, რომ მის ძირითად საქმიანობას ადამიანის სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების დაცვის ჭრილში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები წარმოადგენდეს.

ეხმაურება დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილს განცხადებას

Leave A Reply

Your email address will not be published.