ზვიად ტომარაძის მიმართვა დეპუტატებს – “მოვა დრო და შეგრცხვებათ თქვენი საქციელის!!!”

“საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე უმრავლესობის დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება:

“მივმართავ საქართველოს დეპუტატებს ბ-ნ თემურ ჭკუასელს და ქ-ნ ნანა ყეინიშვილს!
როდემდე უნდა ასრულოთ გრანტიჭამია ორგანიზაციების დირექტივები? როდემდე უნდა იცეკვოთ მათ დაკრულზე?
როდემდე უნდა დაიცვათ ფემინისტების ინტერესები და ფეხქვეშ გათელოთ ქართველი ერი?
რას ნიშნავს ეს თქვენი ინიცირებული კანონპროექტი, რის მიხედვითაც გენდერული ბალანსი უნდა იყოს დაცული და საარჩევნო პროპორციულ სიებში ყოველი მესამე აუცილებლად უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი?
რა საჭიროა ეს ხელოვნურობა, ეს მარაზმი???
თქვენ იმისთვის აგირჩიეს რომ ჭინკების დირექტივები ასრულოთ, თუ სახელმწიფოს და ქართველ ერს ემსახუროთ???
აზარტულმა ბიზნესმა დაღუპა ახალგაზრდობა, სითი პარკი ამწარებს მოქალაქეებს და ლახავს საკუთრების უფლებას, საკანონმდებლო დონეზე ადგილობრივ წარმოებებს არანაირი ხელშეწყობა არა აქვს, მოქალაქეთა რელიგიური გრძნობებს შეურაცხყოფს ვისაც მოესურვება და თქვენ რითი ხართ დაკავებულნი???
აუცილებლად მოვა დრო და შეგრცხვებათ თქვენი საქციელის!!!”

Comments
Loading...