ზვიდ ტომარაძე – ბიოგრაფია

ზვიად ტომარაძე დაბადებული თბილისში, 1977 წლის 20 აგვისტო. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მეუღლე (ნანა ღონღაძე), (გიორგი – 17 წლის, მარიამი -11 , ნუგო – 7).

1995 – 1999 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე. 1999 -2000 წელს გადავიდა და დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორიის ფაკულტეტი.
1997 2011 წლებში მუშაობდა ბიზნესის სფეროში სხვადასხვა (მათ შორის ხელმძღვანელ) თანამდებობებზე.
2011 წლის 28 ოქტომბერს თანამოაზრეებთან ერთად დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია: “ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი”
ორგანიზაციის მიზანია: საზოგადოებაში ეროვნული თვითშეგნების ამაღლება, ეროვნული იდენტობის, ფასეულობების, ღირებულებების დაცვა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება.
საქმიანობა:


1.„აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის შესახებ“ პეტიციის ავტორი, რომელიც დაიწერა პრემიერ მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. (2012 წლის ოქტომბერი)
2. კანონპროექტის: „აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის შესახებ“
ავტორი კობა დავითაშვილთან ერთად. მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს (15 ივნიის ძალაში შესულს) შედეგი არ მოუტანია,
კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, მეორე მოსმენაზე ჩააგდო, დააკლდა 13 ხმა.
3. კაზინო შანგრილას დემონტაჟის მოთხოვნით გამართული აქციის ორგანიზატორი. (2012 წლის 11 ნოემბერი)
4. კანონპროექტის: „მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ (ლიტვის მოდელი)
ავტორი კობა დავითაშვილთან ერთად.
(2013 წლის ივნისი). კანონპროექტი პარლამენტმა არ განიხილა.
5. ავტორი კანონპროექტისა: „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“
(2013 წლის ნოემბერი)
საპატრიარქოსთან კონსულტაციის შედეგად, ოდნავ სახეცვლილი კანონპროექტი პარლამენტში წარადგინა შსს-მ. თუმცა პროცედუალური ნორმები დაარღვია და უკან გაიწვია.
6. კაზანტიპის ფესტივალის გაუქმების მოთხოვნით ჩატარებული აქციის ორგანიზატორი, სოსო მანჯავიძესთან ერთად.
(2014 წლის ივლისი)
7. ემზარ კვიციანის განთავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქციების ორგანიზატორი, ემზარ ქვარიანთან ერთად.
(2014 წლის ოქტომბერი)
8. ავტორი კანონპროექტისა: „სითი პარკის წინააღმდეგ“ როინ მიგრიაულთან ერთად (2014 წლის მაისი). რომელიც ამა წლის 29 მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო და 15 ივნისს ამოქმედდა.
9. „ქართული მიწის დაცვის კომიტეტის“ შექმნის ინიციატორი. სადაც მისი ინიციატივით გაერთიანდნენ: სოსო მანჯავიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, პაატა კოღუაშვილი (პროფესორი), მიხეილ ჯიბუტი (პროფესორი),ლადო სადღობელაშვილი, ემზარ ქვარიანი ,დავით ლილუაშვილი, ნატალია ხოხიაშვილი. მათი ერთობლივი მცდელობით დაიბლოკა ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი მიწის შეუზღუდავად გაყიდვის შესახებ.
10. მიუხედავად ირანის მხრიდან დიდი საშიშროებისა, ამა წლის მაისში, ირანში, ფერეიდანში მცხოვრებ ქართველების ჩაუტანა ქართული სახელმძღვანელოები.

ამა წლის 8 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს ოფიციალურად მიმართვის ავტორი, სადაც საუბარია ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურების დასაფასებლად, თბილისის რომელიმე ქუჩას „ბორჯღალოსნების“ (ბორჯღალოსნების ქუჩა) სახელი მიენიჭოს!

2013 წლის ივლისიდან ლევან ვასაძის შემოთავაზებით მუშაობა დაიწყო დემოგრაფიული განვითარების ფონდში დირექტორის მოადგილედ. 2014 წლის ოქტომბრიდან მუშაობს დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორად. ფონდის ეგიდით მონაწილეობა აქვს მიღებული დეკრეტული შვებულების გაზრდის, ყოველი მესამე ახალშობილის ყოველთვიური დახმარების რეგიონული მასშტაბით და სხვა პროექტებსა თუ საკანონმდებლო ინიციატივებში

ამჟამად პარლამენტმა უნდა განიხილოს სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტი რომლის ავტორიც ზვიად ტომარაძეა. კანონპროექტის მიხედვით ანტიდისკრიმინაციული კანონიდან, შრომის კანონიდან და სისხლის სამართლის კოდექსიდან არსებული ტერმინების სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ამოღება ხდება
ასევე ვინაიდან სითი პარკი ძველებურად აგრძელებს ყაჩაღობას და მათ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს შედეგი არ მოუტანია, როინ მიგრიაულთან ერთად აგრძელებს მოსახლეობის ინტერესების დაცვას და შემუშავებული აქვთ ახალი კანონპროექტი სიტი პარკის უფლებების შეზღუდვის შესახებ, რომელსაც უახლოესს დღეებში პარლამენტში ერთ-ერთი დეპუტატის მეშვეობით წარადგენენ.

Comments
Loading...