1794758331
შაბათის სტატისტიკაში არ შედის ორი სამაშველო ოპერაცია, რომლებიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ასევე, მასშია არის 122 ადამიანი, რომლებიც დიდი კანოეთი გადაადგილდებოდნენ და პარასკევს, 23:55 საათზე, ლა-რესტინგის პორტს მიაღწიეს. შაბათს, კუნძულებზე 8 ნავით სულ 843 ადამიანი ჩავიდა. შესაბამისად, ორი დღის ჯამური მაჩვენებლით: კანარის კუნძულებამდე, 22 ნავით, 2 331 ადამიანმა მიაღწია.გამოცემის ცნობით, ოპერაციაში ექვსი საზღვაო სამაშველო ხომალდი და სამოქალაქო გვარდიის ორი საპატრულო კატარღა მონაწილეობდა.კანარის კუნძულების მთავრობის მეთაურმა, ფერნანდო კლავიხომ განაცხადა, რომ მიმდინარე მიგრანტების უწყვეტმა ნაკადმა კუნძულის რესურსები სრულად ამოწურა და ადგილობრივი შესაძლებლობები გადატვირთა.მანამდე ელ-იეროს კუნძულის საბჭომ სოციალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ხუთი კვირის განმავლობაში კუნძულზე 8 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა.კლავიხომ წერილით მიმართა მიგრაციის საკითხებში ევროკომისარს, მაგნუს ბრუნერს და, ატლანტიკური მარშრუტით მიგრანტების ნაკადის მკვეთრი ზრდის საპასუხოდ, გადაუდებელი ზომების მიღება მოითხოვა.
1794758272
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, სამიზნე ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე განთავსებული ამერიკული საჰაერო თავდაცვის რადარის ობიექტი იყო.თავდასხმებს მკაცრად გმობს ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტრო და თეირანს შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს.ეს ირანის მიერ ბაჰრეინზე ბოლო სამი დღის განმავლობაში განხორციელებული მეორე თავდასხმაა.
1794747633
შეტაკებებისა და დაკავებების შემდეგ, სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის 28 საქმის წარმოება დაიწყეს. წესრიგის დასაცავად, ადგილზე 700 პოლიციელი იყო მობილიზებული. პოლიციის ინფორმაციით, დემონსტრაციის დროს 3 პოლიციელი დაშავდა.აქციის მონაწილეები, სხვა საკითხებთან ერთად, აპროტესტებდნენ სკოლების სავალალო მდგომარეობას, სავალდებულო სამხედრო სამსახურს, უნივერსიტეტებისა და სოციალური სფეროს დაფინანსების შემცირებას. აქციაზე ასევე ისმოდა ისრაელის, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცისა და პოლიციის საწინააღმდეგო შეძახილები.Gen Z regelt-ის ორგანიზატორები 20 ნოემბერს უფრო მასშტაბური აქციის ჩატარებას გეგმავენ და ახალგაზრდებს ევროპის მასშტაბით გაფიცვისკენ მოუწოდეს. მხოლოდ ბერლინში ისინი 15 000 მონაწილეს ელოდებიან.
1794744848
"საქართველოში არსებულ უსამართლობაზე არცერთი ფეხბურთელი არ იღებს ხმას, არცერთი არ ავლენს მოქალაქეობრივ პოზიციას. სწორედ ამიტომ დაკარგეს მათ სახე, საკუთარი თამაში და გულშემატკივართა უმრავლესობა ჩემი ჩათვლით. მე ვრჩები ქართული ფეხბურთის გულშემატკივრად, მაგრამ ვეღარ გავაგრძელებ ამ ნაკრების მხარდაჭერას", - წერს სააკაშვილი.
1794743140
"ეს საშუალებები უკვე აღარ გამოიყენება გასართობად - ისინი ადამიანების დასაზიანებლად გამოიყენება. შეკრებისა და პროტესტის უფლება გარანტირებულია, მაგრამ ადამიანებისთვის ზიანის მიყენების უფლება არ არსებობს. ლიცეუმების წინ, ზოგჯერ კი უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზეც, ფეიერვერკებს ადამიანების სიმაღლეზე ისვრიან - პოლიციელებისა და ჟანდარმერიის თანამშრომლების, ეროვნული განათლების სისტემის პერსონალისა და თავად მოსწავლეების მიმართულებით", - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.ცნობისთვის, საფრანგეთში უკვე რამდენიმე კვირაა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. პროტესტი სტუდენტურმა აქციებმა გამოიწვია, რომლებიც სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. სტუდენტები გადატვირთულ საკლასო ოთახებს, მასწავლებელთა დეფიციტსა და უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებდნენ. მოგვიანებით საპროტესტო მოძრაობამ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. პროფკავშირები სტუდენტების მოთხოვნებს შეუერთდნენ და ქუჩებში ცხოვრების გაძვირებით გამოწვეული კრიზისისა და საწვავზე ფასების ზრდის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ.
1794742308
"ერისკაცებსაც იგივე მოეთხოვებათ, რაც მონაზვნებს, ყველა ადამიანი უნდა ავიდეს ერთი და იგივე სიმაღლეზე. სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ჩვენ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად - არამც და არამც.როგორც ამბობს პავლე მოციქული, ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთნაირი სიბრძნისმოყვარეობა და სწრაფვა სულიერებისკენ, სიწმინდისკენ.ვეცადოთ, ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება. ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.
1794740889
კვლევითი კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე, ბრიუს ტენტურიე აცხადებს, რომ, მაკრონის არაპოპულარობის მაჩვენებელმა იმ დონეს მიაღწია, რომელიც წარსულში საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდს ჰქონდა.გამოკითხულები უარყოფითად აფასებენ პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს საქმიანობასაც - კმაყოფილია მხოლოდ 19%, 72% კი უკმაყოფილებას გამოხატავს.საფრანგეთის მთავრობის წევრებს შორის ყველაზე მაღალი შეფასებები იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა (40%) და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა (24%) მიიღეს.
1794738987
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
1794732164
პორტუგალია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საცხოვრებელი კრიზისის წინაშე დგას. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ახალგაზრდები არიან, რადგან ხელფასების ზრდა საცხოვრებლის ფასების ზრდას ვერ ეწევა.მსგავსი დემონსტრაციები იმართება ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც, სადაც მოსახლეობა საცხოვრებლის დეფიციტსა და ქირის მკვეთრ ზრდას აპროტესტებს.
1794730553
"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობა", საკუთარი პარტიის წინააღმდეგ, სასამართლოს კიდევ არაერთ მტკიცებულებას წარუდგენს.საკითხთან დაკავშირებით საუბრობს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილეც. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" დღემდე არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე."საზოგადოებამ დაინახა, რომ " ნაცმოძრაობასა" და მის ფილიალებს დანაშაულის მსგავსი განცდაც კი არასდროს ჰქონია.ისინი აცხადებენ, რომ არათუ კარგად იქცეოდნენ, არამედ ამის მერე კიდევ უფრო, "კარგად მოიქცევიან" - როგორც იქცეოდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ე.წ. პარტია, თავის ფილიალებთან ერთად, არ უნდა არსებობდეს.ელემენტარულად, ეს ხალხი იმასაც არ ამბობს, რომ რაღაც გადაცდომები ჰქონდათ. იმაზე აღარ არის საუბარი, რომ დანაშაულები აქვთ ჩადენილი და თან, ეს დანაშაულები დადასტურებულადაა აღიარებული შიდა თუ საერთაშორისო სასამართლოების მიერ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, უზენაესმა ლიდერმა ბრძანება გასცა, ქვეყანაში "არც ომი, არც მშვიდობა" - მდგომარეობა დასრულდეს
1794226303
უშაკოვის განცხადებით, თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს
1793546547
დიმიტრი პესკოვმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობა დაასახელა
1793529631
"სარდაფებსა და ოთახებში ადამიანები ჰყავდათ გამოკეტილი. ერთ მამაკაცს ხერხემლის მოტეხილობა ჰქონდა, ერთი ვერ ლაპარაკობდა და ვერ მოძრაობდა" - ექიმი უკრაინელ სამხედროების შესახებ
1793706961
დონალდ ტრამპმა, მაიამიში "დიდი ოცეულის" სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევა დაუშვა - სამიტზე უკვე მიწვეულია რუსეთის პრეზიდენტი
1793521742
