სპორტი
ილია თოფურია: ასეთია ამ თამაშის ბუნება, დიდება და ტკივილი გვერდიგვერდ დადიან, გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი და ბევრად უფრო სახიფათო. ჩვენი რევანში აუცილებლად შედგება

1781547361

გასამართლებელ საბუთებს არ ვეძებ. ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი მქონდა. ოქტაგონზე ბასრი, მომზადებული და მზადმყოფი გამოვედი. წუხანდელი ღამე შენი ღამე იყო.ასეთია ამ თამაშის ბუნება. დიდება და ტკივილი გვერდიგვერდ დადიან. გამოვჯანმრთელდები. დავისვენებ. და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და ბევრად უფრო სახიფათო.და მერწმუნე... ჩვენი ისტორია ამით შორს არის დასრულებისგან.ჩვენი რევანში აუცილებლად შედგება," - წერს ილია თოფურია.

დანა უაითი: ილია თოფურია მძიმედაა დაშავებული, ის ოქტაგონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადავიყვანეთ

1781529009

"ჩვენ ის ოქტაგონიდანვე გავიყვანეთ, სანამ გამარჯვებულის ხელს საერთოდ აღმართავდნენ და საავადმყოფოში გავგზავნეთ. ილია კლინიკაშია, ის მძიმედაა დაშავებული. ექიმი არ ვარ, მაგრამ მისი თვალი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ორბიტალური ძვალი აქვს გატეხილი. თუმცა ეს ზუსტად არ ვიცი, ფაქტი არ არის, უბრალოდ ვვარაუდობ", - განაცხადა უაითმა.მისივე თქმით, ახლა მებრძოლისთვის პრიორიტეტული დასვენებაა: „ჩემი გეგმაა, რომ ის სახლში წავიდეს, დაისვენოს და ძალები აღიდგინოს. ეს საღამო მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ახლა მხოლოდ ის მინდა, დავრწმუნდე, რომ ჯანმრთელადაა, კარგადაა და მის მომავალ ბრძოლაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მინდა, უბრალოდ შინ დაბრუნდეს, განიტვირთოს, დაისვენოს და გამოჯანმრთელდეს“.

ემოციურად ძალიან განადგურებულები ვართ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი წავაგეთ - დეკლან რაისი

1780216673

ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ. არაერთ დიდ ფეხბურთელს წლები დასჭირვებია ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტულის მოსაგებად, ფეხბურთი სწორედ ასეთია. დღეს წავაგეთ, მაგრამ ამ გამოცდილებას თან გავიყოლებთ და ვეცდებით, ეს ემოციები და განცდები, მომავალში, ამ ტურნირის მოსაგებად მოტივაციად ვაქციოთ. მოედანზე ვიგრძენით, რამდენად განსაკუთრებულია ეს წარმატება. ვხედავდით იმ თასს, ვხედავდით, როგორ სწევდნენ ისინი მას მაღლა. ჩვენ სწორედ ეს გვინდა, გვინდა ამ წარმატების მიღწევა", - განაცხადა "არსენალის" ფეხბურთელმა დეკლან რაისმა.ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში, "პარი სენ-ჟერმენმა", ლონდონის "არსენალი" პენალტების სერიაში დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.თერთმეტმეტრიანების სერიამდე, მატჩის ძირითად დროში პირველი პენალტი ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა, რომელიც ოსმან დემბელემ შეასრულა და ანგარიში 1-1 გახდა.

უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა - ხვიჩა კვარაცხელია

1780216610

"მე-5 წუთზე გოლი გავუშვით. ასეთი მცველების წინააღმდეგ არ არის მარტივი, იმიტომ, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდნენ დაცვაში ჩამჯდარიყვნენ და 2-3 კაცი ჩვენი შემტევების წინააღმდეგ ერთმანეთს აზღვევდა. ძალიან რთული იყო, მაგრამ ვიპოვეთ მომენტი, პენალტიც ავიკიდე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა", - განაცხადა კვარაცხელიამ."პარი სენ-ჟერმენის" გამარჯვებაში საქართველოს ნაკრების კაპიტნის როლზე აქტიურად წერს უცხოური მედიაც: "ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს ისტორია შეცვალა", "ბრავო მხატვარო", "ასეა, როდესაც გუნდისთვის ყველაფერს აკეთებ" - წერენ უცხოური გამოცემები ქართველ ფეხბურთელზე.

შალვა გოგოლაძე FIFA-ს 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე: ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ასეთი მაღალი რანგის მსოფლიო ჩემპიონატს

1777462092

საქართველოს სპორტის მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველო და სომხეთი უმაღლეს დონეზე უმასპინძლებს მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატს."ვულოცავ სრულიად საქართველოს და საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციას ამ დიდ აღიარებას. ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ასეთი მაღალი რანგის მსოფლიო ჩემპიონატს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო და სომხეთი უმაღლეს დონეზე უმასპინძლებს მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატს", - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

თემურ ქეცბაია თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გახდა

1777030160

ქეცბაიამ აღნიშნულ პოსტზე ვლადიმერ კაკაშვილი შეცვალა.

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა - საქართველოს ნაკრებმა კი, გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

1776607908

ჯამში, საქართველოს ნაკრებმა, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 7 მედალი მოიპოვა: ევროპის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100) გახდნენ, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედლები მოპოვეს, ხოლო ილია სულამანიძე (100 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

1776597038

გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალურ დაპირისპირებაში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა.

ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

1776435012

ფინალური შეხვედრა მეტისმეტად დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა. ძიუდოისტებმა 10 წუთი იჭიდავეს, თუმცა ქულის აღება ვერცერთმა ვერ მოახერხა. ლაშა შავდათუაშვილმა მეტოქე სამჯერ გააფრთხილებინა და ოქროს მედალიც დაიმსახურა.მის ყულაბაში უკვე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის (2) ოქროს მედლებია.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ევროპის ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გახდა

1774360581

ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.მანამდე, გუნდის კაპიტანი გურამ კაშია იყო, რომელმაც სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ, გუშინ განაცხადა.