პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა", როგორც ე.წ. პარტია, თავის ფილიალებთან ერთად, არ უნდა არსებობდეს - გურამ მაჭარაშვილი

1794730553

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძრაობა", საკუთარი პარტიის წინააღმდეგ, სასამართლოს კიდევ არაერთ მტკიცებულებას წარუდგენს.საკითხთან დაკავშირებით საუბრობს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილეც. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" დღემდე არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე."საზოგადოებამ დაინახა, რომ " ნაცმოძრაობასა" და მის ფილიალებს დანაშაულის მსგავსი განცდაც კი არასდროს ჰქონია.ისინი აცხადებენ, რომ არათუ კარგად იქცეოდნენ, არამედ ამის მერე კიდევ უფრო, "კარგად მოიქცევიან" - როგორც იქცეოდნენ ხელისუფლებაში და შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც ე.წ. პარტია, თავის ფილიალებთან ერთად, არ უნდა არსებობდეს.ელემენტარულად, ეს ხალხი იმასაც არ ამბობს, რომ რაღაც გადაცდომები ჰქონდათ. იმაზე აღარ არის საუბარი, რომ დანაშაულები აქვთ ჩადენილი და თან, ეს დანაშაულები დადასტურებულადაა აღიარებული შიდა თუ საერთაშორისო სასამართლოების მიერ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტაბილურმა გარემომ და ხანგრძლივმა მშვიდობიანმა პერიოდმა ეკონომიკური განვითარების კუთხით თავისი დადებითი შედეგი გამოიღო, რასაც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევებიც ადასტურებს - გიორგი სოსიაშვილი

1794729244

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, სტაბილურმა გარემომ და ხანგრძლივმა მშვიდობიანმა პერიოდმა ეკონომიკური განვითარების კუთხით თავისი დადებითი შედეგი გამოიღო."ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ სტაბილურმა გარემომ და ხანგრძლივმა მშვიდობიანმა პერიოდმა თავისი დადებითი შედეგი გამოიღო. საუბარი მაქვს ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც დღითიდღე სახეზეა და ვითარდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ამას აღიარებს ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევა, ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და, მათ შორის, სავალუტო ფონდის ბოლო კვლევებმაც სწორედ ეს აჩვენა, რომ, მიუხედავად ამ გეოპოლიტიკური რთული რყევებისა და არამდგრადი სიტუაციისა, ვინარჩუნებთ, სწორი პოლიტიკით, სწორი ნავიგაციით ამ ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ტემპს, რომელიც აუცილებლად აისახება თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე", - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

პაპუაშვილი:საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპით უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას. ეს მონაცემიც საკმარისია იმის დასანახად, რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ეკონომიკური პოლიტიკის ბრიუსელის მითითებებზე დაქვემდებარებას

1794729049

და, ერთიც. რამდენიმე დღის წინ მოლდოვის პრეზიდენტმა სიამაყით განაცხადა, რომ მოლდოვამ სრულად შეწყვიტა რუსეთიდან გაზის იმპორტი და ახლა გაზს ევროკავშირისგან ყიდულობს.ეს ყველაფერი კარგი, თუმცა აქ ერთი დეტალია - 2021 წელს, უკრაინაში ომის დაწყებამდე, მოლდოვაში 1მ3 გაზის ფასი მომხმარებლისთვის 0,65 ლარი იყო, წელს კი 3,75 ლარს მიაღწია. სხვათა შორის, საქართველოში 2021 წელსაც და დღესაც 1 მ3 გაზის ფასი 0,56 ლარია, მოლდოვაზე 7-ჯერ ნაკლები.დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული. მისი მთავარი ღირებულება ისაა, რომ შეგვიძლია, გარე ჩარევის გარეშე და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვაწარმოოთ პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხალხისთვის კონკრეტული სარგებელი მოაქვს.ეს არის დამოუკიდებლობის უპირატესობა, და ის არასდროს უნდა დავთმობთ,”- წერს პაპუაშვილი.

უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება, სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, დივერსიფიცირებული ეკონომიკური ბაზრები - ამ ტურბულენტურ, რთულ გარემოში სწორედ ეს იწვევს საქართველოს ეკონომიკურ წარმატებას - დავით მათიკაშვილი

1794728924

"გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე, მშვიდობის პოლიტიკის, უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება, სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, დივერსიფიცირებული ეკონომიკური ბაზრები, საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესისთვის გათვალისწინებული კონკრეტული ეკონომიკურ - პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, ეს არის ის მცირე ჩამონათვალი ქმედებებისა, რომელიც იწვევს სწორედ ამ ტურბულენტურ, რთულ გარემოში საქართველოს ეკონომიკურ წარმატებას, რომელსაც, რა თქმა უნდა, აღიარებენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუცია და კონკრეტულად სავალუტო ფონდის ბოლო შეფასებაც სწორედ ამას მიანიშნებს", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: მე გამოვდივარ ე.წ ბარიგების დამცველად და ვიძახი, რომ ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ

1794724631

"მე არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში იმიტომ, რომ არ მგონია, რომ ის დამნაშავეა. მე არ მგონია, ერთი ზრდასრული ადამიანი, მეორე ზრდასრულ ადამიანს რაღაცა ნივთიერებას აძლევს და მეორე ზრდასრული ადამიანი თავისი ნებით იმას ამაში ფულს უხდის, რომ თვითონ სიამოვნება მიიღოს, ჩემი აზრით სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს”, - აღნიშნავს ჯაფარიძე.პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ორივე ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და არ ფიქრობს, რომ სახელმწიფო ამაში უნდა ჩაერიოს."ჩემი დამოკიდებულება არის ის, რომ ერთიც თავისუფალია, მეორეც თავისუფალია და კისერი უტეხია ერთსაც და მეორესაც. პირობითად ვიძახი, უხეში ფორმაა რასაც ვიძახი, მაგრამ მაინც. არ მგონია, რომ მანდ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ვიღაც ციხეში უნდა გამოკეტოს ბევრი წლით, რომელსაც მერე ჩვენ გადასახადები უნდა ვიხადოთ, რომ იმას კიდევ ვაჭამოთ და ვასვათ ციხეში შევინახოთ. სიგიჟე მგონია ეს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი სოციალური ჯგუფი არიან ეგრეთ წოდებული ბარიგები. და მე გამოვდივარ იმათ დამცველად, ვიძახი, რომ ისინი ციხეში არ უნდა იჯდნენ და მე ამას არ შევიცვლი არასოდეს",- განაცხადა ჯაფარიძემ.

ციფრები ყველაფერზე მეტყველებს და ეს არის ძალიან უნამუსო საქციელი მათი მხრიდან, რადგან პირდაპირ აფინანსებენ ომს რუსეთის სასარგებლოდ - ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობაზე

1794566693

"ეს არის კიდევ ერთი ილუსტრაცია, თუ რამდენად, ბოდიში და, უნამუსოდ იქცევა ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით კონკრეტულად, როდესაც ჩვენ გვიშლიდნენ რუსეთთან ვაჭრობას და გვაიძულებდნენ, რომ სანქციები დაგვეწესებინა და გაგვენადგურებინა ჩვენი ეკონომიკა ერთი მხრივ, მეორე მხრივ, ეს, ნუ, ძალიან სერიოზული პოლიტიკური მესიჯი არის, რომელსაც აუცილებლად მოჰყვებოდა სამხედრო ესკალაცია რუსეთთან.ომის დაწყებიდან დღემდე, თითქმის ნახევარი ტრილიონი ივაჭრეს რუსეთთან ენერგორესურსების მიმართულებით. ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე ჯამში უკრაინას გაუწიეს დახმარება. შესაბამისად, ციფრები ყველაფერზე მეტყველებს და ეს არის ძალიან უნამუსო საქციელი მათი მხრიდან. პირდაპირ აფინანსებენ ომს რუსეთის სასარგებლოდ", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს როლის დაკნინების მცდელობა წვრილმანი შურისძიებაა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიას ახასიათებს - შალვა პაპუაშვილი

1794558405

რაც შეეხება ასეთ გადაწყვეტილებას, სწორედ ეს არის ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ადასტურებს, რომ დღეს ევროკავშირი გადართული არის საქართველოს დაზიანების კურსზე. ეს პირდაპირ ჩანს, რომ ეს არის ნათელი გეგმა, რომ საქართველო დაზიანდეს, საქართველო და ქართველი ხალხი დაზიანდეს პოლიტიკურად, დაზიანდეს ეკონომიკურად, დაზიანდეს სოციალურად. ყველა ამ მიმართულებაში ჩვენ ვხედავთ ევროკავშირი, მისი საელჩო, პირდაპირ არის ჩართული საქართველოს დაზიანების გეგმის განხორციელებაში და ამიტომაც არის, რომ მე მოვუწოდე არაერთხელ და ეს პირველი ნაბიჯი, რომ შემობრუნდნენ და დაგვიმტკიცონ, რომ ასე არ არის, პირველი ნაბიჯი იქნება, როდესაც ევროკავშირის ელჩი დაგმობს 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს.მე შეგახსენებთ, რომ ბოლოს მის პრესკონფერენციაზე ის კვლავ გაექცა ამ კითხვას და ისაუბრა ზოგადად, რომ ევროკავშირი ძალადობას გმობს. ახლა აქ ბავშვები არ ვართ და თუ ჰგონია, რომ ის ელჩად არის მივლენილი საბავშვო ბაღში, ალბათ ცდება და გადახედოს ჩვენს ისტორიას და აქ არავინ არ არის ბავშვი და მიამიტი. კიდევ ერთხელ, ჩვენ მოვითხოვთ პირდაპირ, რომ მკაფიოდ, ევროკავშირის ელჩმა, სიტყვა-სიტყვით დაგმოს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი. ეს სიტყვები გვაინტერესებს. მანამდე, სანამ პაველ ჰერჩინკის განცხადებიდან ამ სიტყვებს არ მოვისმენთ, რომ ის გმობს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, მანამდე ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერი, მიმჩქმალავი და ამ ძალადობის, ამ მოძალადეების მხარდამჭერი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კალასი ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში დაბადებული და გაზრდილი ადამიანია, რომელიც სიტყვით განაგდებს საბჭოთა კავშირს, მაგრამ მას სწორედ საბჭოური მიდგომები აქვს, როდესაც სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს მითითებებს აძლევს - შალვა პაპუაშვილი

1794558317

გასაგებია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია შეაჩერა ბრიუსელმა თვითონ და გავიგეთ ამ მიმართულებას რაც შეეხება, რომ მათ სურთ ბოიკოტი გამოუცხადონ ევროინტეგრაციის პროცესში, ბოიკოტი გამოუცხადონ საქართველოს, მაგრამ ორმხრივ ურთიერთობებს რატომ აზიანებენ? გავიგეთ, გასაგებია ევროკავშირთან მიმართებით მათი დამოკიდებულება, მაგრამ როდესაც ცდილობენ, რომ საქართველოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დააზიანონ, ეს უკვე საბჭოთა მოსკოვზე ცოტა უარესი ქმედება არის როდესაც ამ დონეზე ცდილობ მავნებლობა ჩაიდინო, რომ ქვეყანას დაუზიანო ორმხრივი ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან.ასე რომ, ჩვენ ამ ორმხრივ ურთიერთობებს შევეცდებით. შეგახსენებთ ჩვენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობები ევროკავშირის ფორმატში არ გვაქვს, ეს არ დაწყებულა ასე, ეს დაიწყო ორმხრივი ურთიერთობებით და სამი ათწლეული არის ეს ურთიერთობები - ზოგან ინტენსიურად, ზოგან ნაკლებად ინტენსიურად, მაგრამ ყველგან პარტნიორულად და მეგობრულად იყო, ამიტომ, ჩვენ ამ ურთიერთობების შენარჩუნებაზე ვზრუნავთ და სწორი აღმოჩნდა ის გზა, რომელსაც ჩვენ მივმართავთ და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამგვარ ორმხრივ ვიზიტებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა ჩვენი ხალხების, ვგულისხმობ ჩვენი და წევრი ქვეყნების ხალხების სასარგებლოდ ვიმოქმედოთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როცა კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივი ქმედებების მხილება ხდება, ეს მათში იწვევს აგრესიას, საკონსტიტუციო სასამართლოს შეურაცხყოფას აყენებენ და ამით ცდილობენ, როგორმე ფონს გავიდნენ - არჩილ გორდულაძე

1794460674

"არაერთი კითხვა, არაერთი დაზუსტება იყო კონკრეტულ საკითხებთან, მათ შორის, დოქტრინულ საკითხებთან დაკავშირებით, რა პრინციპები უნდა იყოს გამოყენებული არაკონსტიტუციური პარტიების საქმიანობის შეფასებასთან დაკავშირებით და ჩვენი მხრიდან თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა. როდესაც კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებების, კონკრეტული პარტიების დანაშაულებრივი ქმედებების მხილება ხდება, ეს ყველაფერი მათში იწვევს ხოლმე აგრესიას, შეურაცხყოფის მიყენების მცდელობები არის, უპატივცემულობის გამოხატვას საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ და ამით ცდილობენ, რომ ისინი როგორმე გავიდნენ ფონს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.შეგახსენებთ, მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს და ამის მიზეზად კონკრეტული პარტიების მიერ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს, რევოლუციური სცენარების ორგანიზებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ასახელებს.

პრემიერი: ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ამ ინსტიტუტებს წარმოადგენენ

1794457942

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს ირჩევენ, ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იკავებენ თანამდებობებს, შემდეგ კი მიდიან, მაგრამ ევროპა და ევროკავშირი დარჩება. ჩვენთვის ევროპული სივრცის განუყოფელ ნაწილად ყოფნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ეს ჩვენი სურვილი მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო და იგი ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენს ტრადიციებში, კულტურასა და ქრისტიანულ მემკვიდრეობაში. სწორედ ამიტომ გვაქვს ასეთი მტკიცე სურვილი, გავხდეთ ევროპული სივრცისა და ევროკავშირის ნაწილი.ამასთან, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და გვჯერა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას შეცვლიან. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ისინი აღარ ჩაერევიან ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში და აღარ შეეცდებიან, საქართველოს არასასურველი სცენარებისკენ უბიძგონ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.