ეროვნული გვარდიის წევრი, რომელსაც გუშინ ვაშინგტონში, თეთრ სახლთან ესროლეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამერიკის პრეზიდენტმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა. დონალდ ტრამპის თქმით, 20 წლის ქალი დასავლეთ ვირჯინიიდან იყო და სამხედრო სამსახური 2023 წლის ივნისში დაიწყო.

თეთრი სახლის ლიდერი ამბობს, რომ მეორე დაჭრილი ჯარისკაცი ახლა სიცოცხლისთვის იბრძვის. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. 29 წლის ავღანეთის მოქალაქემ ცეცხლი გაუხსნა ეროვნული გვარდიის 2 წევრს. თავდასხმის მოტივი უცნობია.