მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა საკუთარ სახლში დააკავეს.
დაკავების ამსახველ კადრები სოციალურ ქსელში და მედიაში ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ ბარამიძეს ხელბორკილები ადევს.
დაკავების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, დამატებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურაში ვარკვევთ.
