საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა 26 ოქტომბერს 14:00 საათზე განახლდება.
მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს არ დააკმაყოფილა ოპოზიციის რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის "გახარია საქართველოსთვის" მოთხოვნა სასამართლო განხილვის ერთი თვით გადადებისა და მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილების შესახებ.
ორშაბათს გამოაცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას გახარიას პარტიის კიდევ ერთ შუამდგომლობაზე, რომელიც მტკიცებულებების დასაშვებობას გულისხმობს.
