ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე, სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.