1776862393
მუშაობს თუ არა ეს მედიკამენტი, და იმავდროულად არის თუ არა უსაფრთხო - ამ კითხვებზე თუ ევროპული ეს დიდი სახელმწიფოების უდიდესი უმრავლესობა თუ არა ყველა, ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, რომ ასეთ დროს ეს ანგარიშგასაწევი ფაქტორი გახლავთ. წამყვანი ევროპული სახელმწიფოები ამ მედიკამენტს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, დღემდე იყენებენ როგორც ძირითად საშუალებას. სხვათა შორის ეს მედიკამენტი სხვა მედიკამენტის გამოყენების შემთხვევაში ანალოგიურად აქტიურად გამოსაყენებელი იქნება კვლავაც. ამ დაავადების მკურნალობას სჭირდება მაგალითად სარეაბილიტაციო სერვისების ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით განვითარება და ამაზეც ბუნებრივია, რომ მუშაობა ამ დრომდეც მიმდინარეობდა და გვაქვს მუდმივი თანამშრომლობა "კენ ვოლკერის" კლინიკასთან, სადაც ძალიან აქტიური და ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს.ყველას მინდა აქვე მოვუწოდო და ყველას ვთხოვო, რომ ვიყოთ ცოტა ფრთხილები იმიტომ, რომ სენსიტიურ საკითხებს ეხება ეს საკითხი და ცოტა მეტი პასუხისმგებლობით ვაკეთოთ განცხადებები.ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ძალიან მნიშვნელოვან ეთიკურ პრობლემასთან შეიძლება ჰქონდეს საქმე მაგალითად ექიმს, რომელიც არასწორ შთაბეჭდილებებს და გადაჭარბებულ მოლოდინებს უქმნის პაციენტს. ეს ბუნებრივია, რომ გაფრთხილებას საჭიროებს", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე.
1776774522
„დიახ, ჩვენი არაერთი შეხვედრის დროს ასეთი საკითხები დამიყენებია დღის წესრიგში. მითქვამს, რომ ეს არის თემები, რომელთა გარკვევასაც ვცდილობთ. როგორ და რამდენად ინტენსიურად - ამაზეც შემიძლია ვესაუბრო მშობლებს და მივაწოდო დეტალური ინფორმაცია. ეს ჩემი მოვალეობაა და ამას აუცილებლად გავაკეთებ. აღნიშნული საკითხების გარკვევას ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით გავაგრძელებთ, ბუნებრივია, შევეცდებით, რომ ვიპოვოთ პასუხი. იმედი მაქვს, ეს პასუხები იქნება დადებითი. არის ნაწილი მშობლებისა, რომლებთანაც ბოლო პერიოდამდე მაქვს შეხვედრები.აქვე აღსანიშნავია, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ერთადერთი არ არის იშვიათ დაავადებებს შორის. სხვა უამრავი საჭიროებაა. ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი შეხვედრა უკვე გვქონდა ან ახლა არის ჩანიშნული რამდენიმე იშვიათ დაავადებასთან მიმართებით და ვიღებთ გადაწყვეტილებებს, სადაც ეჭვი და კითხვის ნიშანი არ არსებობს“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1776757475
"დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე. აქვე, იმედს გამოვთქვამ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ, რომ ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი იქნება შექმნილი, რაც უზრუნველყოფს ყველას ჯანმრთელობას", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.მიხეილ სარჯველაძემ EMA-ს 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც: "12 თვის შემდეგ პაციენტებში მოძრაობის უნარის გაუმჯობესების ეფექტი არ დადასტურდა პლაცებოსთან შედარებით". მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ ევროპის წამლის სააგენტომ დიუშენის წამლის რეგისტრაციაზე უარი განაცხადა.
1773765368
კრიტიკული ფაზები არის ძალიან ინდივიდუალური, დამოკიდებულია თვითონ პატრიარქის ორგანიზმზე, თუ რის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამიტომ, ხდება ყველა ანალიზის და ყველა პარამეტრის კონტროლი საათობრივად, ფაქტობრივად და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ ამაზე, როდესაც ჰემოდინამიკური პარამეტრები, ანუ წნევა, პულსი, იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებლად, მედიკამენტების გარეშე დაჭერილი ორგანიზმის მიერ. საკმაოდ ვარირებადია მდგომარეობა, რადგან აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო, გადაუდებელი საჭიროება, სასიცოცხლო საჭიროება იყო პროცედურების ჩატარების, მათ შორის გასტროსკოპიის ჩატარების. ახლა, რა თქმა უნდა, უნდა სიტუაცია მართულია, თუმცა მედიცინაში ამას კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება," - განაცხადა სოფიო ასპანიძემ.
1771583479
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას, ამოღებულია 17 241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს.ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის. რიგ შემთხვევებში, ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი პროდუქციის გამოვლენისა და ამოღების მიზნით", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
1769605565
ამ ვირუსის ძირითადი რეზერვუარი არის ღამურა - ხილის მჭამელი ღამურა. ამ ტიპის ღამურა საქართველოში არ არის, სხვა ღამურები იქნა შესწავლილი საქართველოში და ამ ღამურებში "ნიპაჰის" ვირუსი ნანახი არ არის.ჯერ არ არსებობს არცერთი ქვეყანა, ინდოეთის მეზობელიც კი, რომელმაც სახელმწიფოს დონეზე მიიღო გადაწყვეტილება ტურისტული ნაკადის შეზღუდვაზე ან თვითმფრინავში მგზავრების განსაკუთრებულ შემოწმებაზე.ეს ეხება არა მხოლოდ ინდოეთს, არამედ კონკრეტულად ინდოეთის იმ პროვინციას, სადაც მოხდა აფეთქება. ეს არის მცირე მონაკვეთზე, საუბარია 2 ინფიცირებულ პაციენტზე. არანაირი საჭიროება, რომ საქართველომ ან სხვა ქვეყანამ განსაკუთრებული კონტროლი გაუწიოს ინდოეთიდან მომავალ მგზავრებს, არ არსებობს", - აცხადებს ჩხაიძე.
1762968213
როგორც სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მას გაეგრძელებინა სტაციონარის პირობებში მკურნალობა."პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა. ბოლო პერიოდში, საკმაოდ ნორმალურად და კარგად იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არანაირად არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მას გაეგრძელებინა სტაციონარის პირობებში მკურნალობა. სტაციონარულ მკურნალობას ნამდვილად აღარ ითხოვდა მისი მდგომარეობა, შესაბამისად, გაწერილ იქნა შესაბამისი ჩანაწერით, როგორც სხვა პაციენტების შემთხვევებში ხდება. ეცნობა ეს პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამსახურს და გადაიყვანეს კლინიკიდან," - განაცხადა ნინო ნადირაძემ "კურიერთან" საუბრისას.
1762348692
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი სამედიცინო დაწესებულებაში გეკა გელაძემ მოინახულა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირმა, რომელიც მოსამართლის განჩინების საფუძველზე უნდა დაეკავებინათ, ცეცხლი გაუხსნა სპეცრაზმს და ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაჭრა.52 წლის მირზა ალიევი საპასუხო ცეცხლის შედეგად მოკლეს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციამ 34 პირი დააკავა. საუბარია ქურდული სამყაროს წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე.
1760099526
შემუშავებული პეპტიდი ცილას ნორმალურ ფორმაში ინარჩუნებს, რაც ხელს უშლის მის საშიშ ნალექებად გადაქცევას. ექსპერიმენტებმა ამ მოლეკულის ეფექტურობა აჩვენა.მკვლევრები თვლიან, რომ ეს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია ისეთი პრეპარატის შექმნისკენ, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქება, არამედ თავად დაავადების მექანიზმის შეჩერება.ბათის უნივერსიტეტის სასიცოცხლო მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორმა ჯოდი მეისონმა აღნიშნა: "ჩვენი ნაშრომი აჩვენებს, რომ შესაძლებელია რაციონალურად შეიქმნას მცირე პეპტიდები, რომლებიც არა მხოლოდ ხელს უშლის მავნე ცილების აგრეგაციას, არამედ ფუნქციონირებს ცოცხალ სისტემებშიც. ეს ხსნის საინტერესო გზას პარკინსონის და მასთან დაკავშირებული დაავადებების ახალი მეთოდით მკურნალობისთვის.
1759666198
"აქციიდან სულ 5 დაშავებული გვყავდა, სამი ამბულატორიული მეთვალყურეობით გაეწერა ბინაზე და ერთი პაციენტი განაგრძობს ჩვენთან მკურნალობას. პაციენტთან გამოვლინდა ქალა ტვინის კეროვანი ტრავმა, კერძოდ, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, მარჯვნივ საფეთქლის ძვლის ხაზოვანი და ფრაგმენტული მოტეხილობა. ამ დილისთვის, კვლავ ჩატარდა განმეორებით კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დინამიკა გვაქვს დადებითი. ამიტომ, პაციენტი რაიმე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. უგრძელდება მკურნალობა, იმყოფება ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ", - აღნიშნა ექიმმა.დაშავებულების შესახებ კომენტარი გააკეთა ადაუდებელი განყოფილების ექიმმა, ვაჟა ლეჟავამ."შემოყვანილი იქნა 30 სამართალდამცავი, რომელთაც აღენიშნებოდათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები. ჩაუტარდათ შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული ინსტრუმენტული კვლევები. ამ ეტაპზე, კლინიკაში რჩება მხოლოდ ორი დაშავებული, რომელიც მკურნალობას აგრძელებს განყოფილებაში. ძირითადი დაზიანებები იყო ტრავმული, ბლაგვი იარაღით და ა.შ." - ამბობს გადაუდებელი განყოფილების ექიმი, ვაჟა ლეჟავა.
"ვპასუხობ ლაგამაწყვეტილ ბინძურ კამპანიას" - ნიკა მელია ანა წითლიძის ბრალდებებს ციხიდან ეხმაურება
1777301187
ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ დააკავა - ის ბარის თანამშრომლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
1777043669
პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია
1777381005
ტრამპმა აშშ-ის საზღვაო ძალებს ირანული ნავების განადგურება უბრძანა, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს ნაღმავენ
1776955524
ესმაილ ბაღაის განცხადებით, ირანმა აშშ-სგან ომის დასრულების საპასუხო შეთავაზება მიიღო
1777891035
