"კავკასიის მედიცინის ცენტრის" ხელმძღვანელის, სოფიო ასპანიძის განმარტებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული და საყურადღებოა.

მისი თქმით, სიტუაცია მართულია, თუმცა ფასდება როგორც "კრიტიკულად მძიმე კატეგორია".

"პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. რჩება კრიტიკული პარამეტრები. მაქსიმალურად ჰემოდინამიკის კორეგირება მიმდინარეობს. ეს ხდება მედიკამენტების ფონზე კვლავ. ჩავატარეთ კონსილიუმი, რეანიმატოლოგების მონაწილეობით, ერთობლივად შეჯერებული ტაქტიკით და ასევე, შეთანხმებული, მანამდე ჩატარებული მკურნალობის ყველა პროცედურაზე თანხვედრით, ჩვენ ვაგრძელებთ ერთობლივ მართვას, მათ შორის ისინიც არიან უკვე დისტანციურად ჩართული ამ პროცესში. პაციენტი, პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა ამ მედიკამენტით და იმ აპარატურული რესურსებით, რომელიც მის მართვას სჭირდება. ასევე, დღეს ჩვენ, უფრო მოგვიანებით, ველოდებით თურქეთიდან რეანიმატოლოგს, რომელიც შემოგვიერთდება და ამ ჩვენ მულტიდისციპლინურ, მაღალი დონის პროფესიონალების გუნდს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებ. ძალიან გჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

კრიტიკული ფაზები არის ძალიან ინდივიდუალური, დამოკიდებულია თვითონ პატრიარქის ორგანიზმზე, თუ რის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამიტომ, ხდება ყველა ანალიზის და ყველა პარამეტრის კონტროლი საათობრივად, ფაქტობრივად და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ ამაზე, როდესაც ჰემოდინამიკური პარამეტრები, ანუ წნევა, პულსი, იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებლად, მედიკამენტების გარეშე დაჭერილი ორგანიზმის მიერ. საკმაოდ ვარირებადია მდგომარეობა, რადგან აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო, გადაუდებელი საჭიროება, სასიცოცხლო საჭიროება იყო პროცედურების ჩატარების, მათ შორის გასტროსკოპიის ჩატარების. ახლა, რა თქმა უნდა, უნდა სიტუაცია მართულია, თუმცა მედიცინაში ამას კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება," - განაცხადა სოფიო ასპანიძემ.