ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან 2 პირის ცხედარი ამოიყვანეს.
გარდაცვლილია ქალი და ბავშვი. ამჟამად მაშველები დანარჩენ 4 პირს ეძებენ.
მანამდე, ნანგრევებიდან მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი ამოიყვანეს. ის ინგოროყვას კლინიკაში კვლევებისთვის გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
