ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს.
მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილ 3 პირს ეძებენ.
მანამდე, ნანგრევებიდან მაშველებმა 2 პირის ცხედარი ამოიყვანეს. ასევე, ცოცხალი ამოიყვანეს 3 წლის ბავშვი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში კვლევებისთვის იმყოფება. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
