1779109963
განსაკუთრებით ხაზგასმელია, რომ გაფორმდა ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლი, რომლითაც ბაქო - თბილისი - ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი სრულ ექსპლუატაციაში შევა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარეებს შორის მიღწეული გადაწყვეტილებით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 26 მაისს აღდგება.საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკულ სექტორში გაფორმებული ყოვლისმომცველი პაკეტი ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებაა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს და გააძლიერებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში აზერბაიჯანთან სტრატეგიულ შეთანხმებებს, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა, ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა.მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, ბაქოში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და ესკოს ხელმძღვანელები.
1774865594
გარდა ამისა, გათვალისწინებულია ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა იმისთვის, რომ ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის, ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის, ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. აქედან გამომდინარე, ინვესტიციის მოცულობა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, იქნა დაკორექტირებული და დამტკიცებული მარეგულირებელი კომისიის მიერ ისეთნაირად, რომ ამას ტარიფზე არ ჰქონოდა დიდი ზეგავლენა. თუმცა ინვესტიციების ჩადების გარეშე კომისია მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდებოდა, ანუ უფრო გაიზრდებოდა ავარიები, წყვეტები. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა იქნებოდა მეტად დაზარალებული, ისევე როგორც კომერციული სექტორი.ელექტროენერგიის წყვეტა არის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგები, სწორედ ამიტომ, მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო დღეს დაბალანსებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ,რომ ჩვენს მიერ დადგენილი ტარიფი შენარჩუნდება რამდენიმე წლის განმავლობაში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
1773060884
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმებების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.სხდომაზე კომიტეტის წევრები „სააქციო საზოგადოების - საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტს მეორე მოსმენით გაეცნენ.მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივა განვითარების ფონდის ლიკვიდაციას და მასთან დაკავშირებული კანონის გაუქმებას შეეხება.კომიტეტის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება.
1769433572
ლაშა პაპაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი: "გიგანტები ვინც არიან (მსოფლიო გიგანტებს ვგულისხმობ) მათთან მოლაპარაკებები არის მნიშვნელოვანი გზა [ფასების რეგულაციისთვის], არის საბანკო სექტორი და კრედიტების გაიაფება, ასევე, უფრო მიზანმიმართული სუბსიდიები, რასაც ჩვენი სოფლის განვითარების სააგენტო ისედაც აკეთებს. მთავრობა ძიებაშია - იმიტომაც შექმნა კომიტეტი, ბიზნესსაც იმიტომ იწვევს, რომ ძიებაშია - რომელ გზას დაადგეს, რომელია ოპტიმალური. მე არ ვიცი ისეთი რეცეპტი, რომ ვთქვა, ასე გავაკეთოთ და კარგად იქნება საქმე-მეთქი, ძალიან ფაქიზი თემაა, ადვილი თემა არ იქნება. ჩემი რჩევა იყო, რომ 10-15 მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი ჩაერთოს, რომ თავიანთი გეგმა დადონ, თვითონ როგორ წარმოუდგენიათ, რადგან ყველაზე კარგად ჩვენ ვიცით."დღევანდელ შეხვედრამდე, შეხვედრები გაიმართა ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. საკოორდინაციო კომისიას, თავდაპირველად, სამომხმარებლო ფასები უნდა შეესწავლა, თუმცა გადაწყდა, რომ კომისია მედიკამენტებისა და საწვავის ფასების საკითხითაც დაინტერესდება. პარალელურად, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი და საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს.
1769157272
სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში, ეს იქნება რიგით მესამე შეხვედრა. ორი დღის წინ, პრემიერი უკვე შეხვდა ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს. პარალელურად, ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს.მთავრობის მეთაურის ინიციატივით შექმნილი კომისია სურსათის გარდა, მედიკამენტებისა და საწვავის ბაზრის შესწავლასაც გეგმავს.
1768994180
"ქართული ოცნების" განმარტებით, კომისია სამი თვე იმუშავებს. პარალელურ რეჟიმში მოხდება საკითხის საპარლამენტო შესწავლაც.
1761141769
ეს მაჩვენებელი ეფუძნება გონივრულ მაკროეკონომიკურ მართვასა და ყოვლისმომცველ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც სტაბილურობას, ისევე კონკურენტუნარიანობას. ჩვენი რეფორმების გზა დისციპლინირებულ, პროგნოზირებად და გაზომვად შედეგებზეა ორიენტირებული, რაც ხელს უწყობს ინვესტიციების უწყვეტობასა და ინვესტორების ნდობას. შედეგად, საქართველო კვლავ მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების ადგილია, მისი სამართლებრივი, ბიზნეს და საინვესტიციო გარემო კი მუდმივად იღებს მაღალ შეფასებებს წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტებისგან. საქართველო თვალსაჩინოდ გამოირჩევა მსოფლიო ბანკის B-READY რეიტინგში — მეორე ადგილზეა ოპერაციული ეფექტურობის მიმართულებით და მესამე ადგილზეა მარეგულირებელი ჩარჩოს მხრივ - რაც ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ეფექტური ბიზნესპროცესებისა და მყარი მარეგულირებელი სტანდარტების მიმართ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო გლობალურად მესამე ადგილზეა გადასახადების ყველაზე დაბალი წნეხის მქონე ქვეყნებს შორის. საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის (IBP) მიერ 2023 წელს ჩატარებული "ბიუჯეტის ღიაობის კვლევის" (OBS) თანახმად, საქართველომ სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის რეიტინგში 100-დან 87 ქულა მიიღო და 125 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1761046358
არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული ჯგუფის, EMAAR-ის შვილობილი კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში 6 600 000 000 ამერიკული დოლარის მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს.
1758572311
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2099 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2234 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0135 ლარი შეადგინა.
1757966825
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1798 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1679 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0119 ლარი შეადგინა.
კახა კალაძე: დანიაში იყო მშვიდობიანი მიტინგი, საქართველოში კი აქციებზე მოქმედებდნენ კონკრეტული კრიმინალური ჯგუფები, რომელთაც ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობა ჰქონდათ
1779185365
მივისწრაფვით საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაძლიერების საფუძველზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
1779198987
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ მოვისმინე, რაზეა აქცია - პარტიული შეკრებაა, ასე შეიძლება ვიწრო პარტიული მიტინგი მოაწყო
1779120397
ზაალ ანჯაფარიძე: მაქვს უფლება, მქონდეს ეჭვი, რომ ეს იყო გაფრთხილება იმაზე, რომ შემდგომში მანქანა, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდება, შეიძლება აფეთქდეს
1779291030
ირანის პრეზიდენტი აღიარებს, რომ ქვეყანა დაზარალდა, თუმცა დასძენს, რომ კვლავ შეუძლიათ ერის უფლებების დაცვა
1779113721
