იაპონიაში მამაკაცმა ლატარიაში 3.8 მილიონი დოლარი მოიგო და, ცოლისგან ფარულად, მდიდრული ცხოვრება დაიწყო. 66 წლის იაპონელი მამაკაცი მდიდრულ კურორტებზე მოგზაურობდა, ცხელ სამკურნალო წყაროებს სტუმრობდა და ძვირადღირებული მანქანაც კი იყიდა, რომელსაც მიწისქვეშა ავტოსადგომზე მალავდა.

მედიის ინფორმაციით, მან ცოლს მოგების შესახებ არ უთხრა, რადგან ის ეკონომიური ცხოვრების მოყვარული იყო - ცოლი მკაცრად აკონტროლებდა ოჯახის ფინანსებს და ქმარს ალკოჰოლის ყიდვას უკრძალავდა.

ეჭვის თავიდან ასაცილებლად, მამაკაცი მეტროთი მგზავრობას განაგრძობდა, ძველ ტანსაცმელს ატარებდა და მეგობრებს გაურბოდა.

თუმცა, მისმა ფარულმა,მდიდრულმა ცხოვრების წესმა, საბოლოოდ უარყოფითად იმოქმედა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რამაც დანაშაულისა და მარტოობის გრძნობა განუვითარა.

ბოლოს, მამაკაცმა ფინანსურ მრჩეველს მიმართა და მოგებიდან თითქმის 3.2 მილიონი დოლარი სადაზღვევო ანგარიშზე გადარიცხა, ბენეფიციარებად კი მეუღლე და შვილები მიუთითა.