ჰონგ-კონგში, ტაი პოს რაიონში, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. 

შემთხვევის ადგილიდან გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრები რამდენიმე შენობის მნიშვნელოვან დაზიანებაზე მიუთითებს.

მედიის ინფორმაციით, ხანძარს საფრთხის მესამე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, გარდაცვალების 4 ფაქტი დადასტურებულია, დაშავებულებიდან 2 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ერთის მდგომარეობა კი სტაბილურად ფასდება.