აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, სამშაბათს, ABC News-ს განუცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია შეერთებულ შტატებთან პოტენციური "სამშვიდობო შეთანხმების" პირობებზე შეთანხმდა.
"აშშ-ის არმიის მდივანმა, დენ დრისკოლმა ორშაბათს, არაბთა გაერთიანებული საემიროების ქალაქ აბუ-დაბიში, საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა რუსეთის დელეგაციასთან, ამ შაბათ-კვირას ჟენევაში უკრაინასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც უკრაინაში სამშვიდობო პროცესის წინსვლას ისახავდა მიზნად", - განუცხადა ოფიციალურმა პირმა ABC News-ს.
"უკრაინელები დათანხმდნენ სამშვიდობო შეთანხმებას. არსებობს რამდენიმე მცირე დეტალი, რომელიც უნდა დაზუსტდეს, მაგრამ ისინი თანხმდებიან სამშვიდობო შეთანხმებაზე“, - დასძინა მან.
