დონალდ ტრამპის განცხადებით, ისინი არასდროს დაივიწყებენ 11 სექტემბრის ტერაქტს და სწორედ ამიტომ იბრძვიან დღეს.

"დღეს ჩვენ კვლავ ვდებთ ფიცს, იმ წმინდა ფიცს, რომელიც მეოთხედი საუკუნის წინ, მათი სახელით პირველად დავდეთ. ჩვენ მათ არასოდეს, არასდროს დავივიწყებთ. სწორედ ამიტომ ვიბრძვით დღეს", - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, "ისეთ დღეებში, როგორიც 11 სექტემბერია, ვიგებთ, სინამდვილეში რისგან შედგება ქვეყანა".

"ახლაც ვიგებთ, სინამდვილეში რისგან შევდგებით, ამიტომ უნდა ვიყოთ ძლიერები და გონივრულად ვიმოქმედოთ", - დასძინა პრეზიდენტმა.