"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის, ალი ოზმაის განცხადებით, ამერიკელები სპარსეთის ყურეში აღარ იმყოფებიან და მათ ჰორმუზის სრუტიდან 600–700 კილომეტრის მანძილზე გადაინაცვლეს.
"ამერიკის შეერთებული შტატების ადგილი ჰორმუზის სრუტეში აღარ არის", - დასძინა მან.
ოზამაის განცხადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა. ტრამპის თქმით, ირანი აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ ნავთობის ფასების გაზრდას ცდილობს. ტრამპის განცხადებით, თეირანი ჰორმუზის სრუტეში ნაღმების აფეთქებისა და გემებზე თავდასხმების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.
ტრამპი ამტკიცებდა, რომ სრუტეში გამავალი ნავთობის მოცულობამ უკვე გადააჭარბა ომამდელ მაჩვენებელს. მან დასძნა, რომ ირანი ნავთობის ფასების გასაზრდელად სხვადასხვა მეთოდებს მიმართავს.
