4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა.

ოპოზიციის აქტივისტი აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებებს.

ადვოკატის განმარტებით პროკურატურასთან კომუნიკაციით შედგა შეთანხმება, რომ ნანა სანდერმა საპროცესო გარიგებით დატოვოს საპატიმრო დაწესებულება.

საქმის ამ ეპიზოდზე საერთო ჯამში 12 ბრალდებულიდან რვამ დანაშაული აღიარა და მათ საპროცესო შეთანხმება უკვე გაუფორმდათ.