ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად კორპუსის ნაწილის ჩამონგრევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ "რუსთავი 2-ს" განუცხადა.
მისივე თქმით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
"გამოძიება არის დაწყებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას. ადამიანების ბედის შესახებ ეტაპობრივად გახდება ჩვენთვის ცნობილი.
პარალელურად, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები, სამაშველო სამსახურთან ერთად, ვინაიდან სხვაგვარად წარმოუდგენელია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.
ადგილზეა საგამოძიებო ჯგუფი, პროკურატურა, შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს ყველა ინფორმაციის მოძიება, მათ შორის მიმდინარეობს გამოკითხვა", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
