1794458173
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიან ღამემდე მუშაობდნენ. მომხდარის დეტალები და მკვლელობის შესაძლო მოტივი ამ დროისთვის უცნობია.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
1794388765
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, მათთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის და თანამდევი სამართლებრივი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, თემურ ხადურის გარდაცვალების გარემოებების დასადგენად და ყოველმხრივი, სრული, ობიექტური გამოძიების ჩასატარებლად საჭირო ინფორმაცია დამალეს, მათ არ დააფიქსირეს გამოკითხვის ოქმში, თემურ ხადურის დაკავების მცდელობის, ასევე დევნის და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლების შესახებ, ამით ხელი შეუშალეს საქმის სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემას და არსებითად შეაფერხეს მართლმსაჯულება.ასევე, გამომძიებელმა რომელიც თემურ ხადურის დასაკავებლად მიმდინარე ღონისძიების პროცესში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, იცოდა რა ინფორმაციის სიყალბე, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ერთ-ერთ მოწმის სახით გამოკითხვის ოქმში ცრუ ცნობები შეიტანა, რითაც არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საქმის სრული და ობიექტური გამოძიების საჯარო ინტერესი.ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1794210198
სხდომები გაგრძელდება 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე."9 ნოემბერს 14:00 საათზე ჩანიშნული არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“ (კონსტიტუციური სარჩელი №1979), გადაიდო ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და აღნიშნული სხდომა განახლდება 10 ნოემბერს 12:00 საათზე. სხდომები გაგრძელდება 11, 12, 13 ნოემბერს 11:00 საათზე“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
1793791228
ცნობისთვის, კახა კალაძის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა შეიტანა. ცხოველთა უფლებადამცველი დედაქალაქის მერის განცხადებას სიცოცხლის მოსპობის მუქარად აფასებს და მის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს. საქმე კალაძის 3 ნოემბრის განცხადებას ეხება, რომლითაც ის მიუსაფარი ძაღლების შესაძლო დახოცვის გამო გამართულ პროტესტს გამოეხმაურა.
1793780525
საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ მურთაზ ზოდელავამ თქვა, რომ ის საკუთარ თავს პოლიტიკაში ვეღარ ხედავს.საპროცესო შეთანხმებით რამდენიმე დღეში გათავისუფლდებიან ირაკლი ჩხვირკვია, გური ჟვანია, ზურაბ ჭავჭანიძე, ანტონ ვარდანიძე და ნანა სანდერი.
1793769510
მოგვიანებით გათავისუფლდებიან ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია.საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს - ზურაბ ჭავჭანიძეს და ანტონ ვარდანიძეს. მათ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. ორივე მათგანი ციხეს ორი კვირის ვადაში დატოვებს.შეთანხმების საფუძველზე საპატიმროდან ორ დღეში გამოვა ნანა სანდერსიც.
1793623921
შეგახსენებთ, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა", "გ" ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1793267628
მოგვიანებით, ბრალდებულმა უძრავი ქონება გადააფორმა პირველადი ფიქტიური მესაკუთრის დედის სახელზე, რითაც დამატებით შენიღბა უკანონო შემოსავლით შეძენილი ქონების რეალური მესაკუთრის ვინაობა.უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული, უკანონო შემოსავლით შეძენილი საცხოვრებელი ბინის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.
1793004523
კითხვაზე, რა ეტაპზეა გამოძიება და რა გამოიკვეთა ამ დროისთვის, უწყებაში აცხადებენ:"აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.ამავდროულად პროკურატურამ რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის სამინისტროს, შეუჩერდეს უფლებამოსილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს".
1792754872
მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს არ დააკმაყოფილა ოპოზიციის რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის "გახარია საქართველოსთვის" მოთხოვნა სასამართლო განხილვის ერთი თვით გადადებისა და მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილების შესახებ.ორშაბათს გამოაცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას გახარიას პარტიის კიდევ ერთ შუამდგომლობაზე, რომელიც მტკიცებულებების დასაშვებობას გულისხმობს.
ირანის პრეზიდენტის განცხადებით, უზენაესმა ლიდერმა ბრძანება გასცა, ქვეყანაში "არც ომი, არც მშვიდობა" - მდგომარეობა დასრულდეს
1794226303
"სარდაფებსა და ოთახებში ადამიანები ჰყავდათ გამოკეტილი. ერთ მამაკაცს ხერხემლის მოტეხილობა ჰქონდა, ერთი ვერ ლაპარაკობდა და ვერ მოძრაობდა" - ექიმი უკრაინელ სამხედროების შესახებ
1793706961
ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს ორ დღეში გახსნის, თუ აშშ მის პირობებს დააკმაყოფილებს
1793633202
შეერთებულ შტატებში მიმდინარე შუალედურ არჩევნებში "დემოკრატიულმა" პარტიამ გაიმარჯვა
1793769556
ჩვენ არ დაგვიტოვებია ალიანსი, გავიგეთ გუშინ, რომ გავირიცხეთ, მას შემდეგ, რაც ლოგოზე არ ვიყავით. ახლა რა დროის ეს ჩვენი გარიცხვა იყო - ანა წითლიძე ოპოზიციურ ალიანსზე
1793874397
