მსოფლიო
მედია: ბერლინში, მემარჯვენე კონსერვატიული გამოცემა Nius-ის მთავარი რედაქტორის, ჟურნალისტ ჯულიან რაიხელტის მანქანას ცეცხლი წაუკიდეს

1794576871

მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა მეხანძრე, რომელსაც ქუჩაში ხანძრის ჩაქრობისას მანქანა დაეჯახა.რაიხელტი შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა, მისი განცხადებით: „სრულიად ნათელია, რომ ეს მიზანმიმართული თავდასხმა იყო“.მისი თქმით, ეს იყო „დაშინების მცდელობა ახალი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომელიც მემარცხენე ექსტრემიზმს უპირისპირდება“.რაიხელტის ვარაუდით, თავდამსხმელებმა წინასწარ, მიზანმიმართულად გაარკვიეს, რომელი ავტომობილი ეკუთვნოდა მას.

მედია: კაია კალასმა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ევროკავშირის წარმომადგენლები დაასახელა

1794566651

კალასის განმარტებით, უსაფრთხოების საკითხებში ევროპას უნდა წარმოადგენდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და თავად კალასი, როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში."რა თქმა უნდა, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში, სხვა გადაწყვეტილება მიიღონ. თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ძალიან რთული ამოცანა იქნება. უფრო მარტივია, უკვე არსებულ შეთანხმებებს მივყვეთ", - განაცხადა კალასმა.ამასთან, კალასმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს არ უნდა აღელვებდეს, ვინ იქნებიან ევროპის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე."რატომ უნდა გვაღელვებდეს, რას ამბობენ რუსები ჩვენს წარმომადგენლებზე? განა ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს მათ წარმომადგენლებზე - ვინ უნდა წარმოადგენდეს მათ? საბოლოო ჯამში, ყველას აქვს უფლება, თავად აირჩიოს თავისი წარმომადგენლები", - აღნიშნა კალასმა.

მედია: Starshield-ის სატელიტური სისტემის შეფერხების გამო, უკრაინული დრონების ოპერაციების 100% ჩავარდა

1794561074

აშშ-ში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დენის სიენიკმა განაცხადა, რომ Starshield-ის სისტემა ითიშება, როდესაც დრონების სიჩქარე საათში დაახლოებით 161 კმ/სთ-ს აღემატება. "ამ დროისთვის SpaceX-ისგან ან პენტაგონისგან განმარტება არ მიგვიღია" - აღნიშნა მან.ამასთან, SpaceX-ში AXIOS-ის განუცხადეს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სისტემაში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა.გამოცემის ინფორმაციით, Starshield-ის სატელიტური სისტემის შეზღუდვა ჯარედ კუშნერისა და სტივ ვიტკოფის მოსკოვში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო.ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობაში მნიშვნელოვან შეფერხებებს აფიქსირებდნენ. პრეზიდენტის განმარტებით, უკრაინელმა სამხედროებმა უკვე შეისწავლეს ამ შეფერხების გარემოებები და დაადგინეს, რომ ეს შემთხვევითი ხარვეზი არ არის და თანამგზავრული კავშირი სისტემურად ფერხდება.

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

1794557637

რაც შეეხება იმპორტის გეოგრაფიულ განაწილებას, ოქტომბერში რუსული თხევადი გაზის მთავარი შემსყიდველი საფრანგეთი გახდა. ამ ქვეყანაზე ევროკავშირის მთლიანი შესყიდვების 70% მოვიდა - ფრანგულმა პორტებმა 7 ტვირთი მიიღეს, ესპანეთმა - 2, ხოლო ნიდერლანდებმა - 1.თუმცა, ბელგიის ზებრიუგეს ტერმინალში, რომელიც ტრადიციულად რუსული თხევადი გაზის ერთ-ერთი წამყვანი მიმღებია, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით არცერთი ტვირთი არ შესულა.ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის შემსწავლელი ცენტრის, CREA-ს შეფასებით, მოსალოდნელი აკრძალვის მიუხედავად, ევროპული ბლოკი რუსული თხევადი გაზის მთავარ მყიდველად რჩება და რუსეთის მთლიანი ექსპორტის თითქმის ნახევარს ითვისებს.ცნობისთვის, რუსული გაზის იმპორტზე ევროკავშირის სრული აკრძალვა ძალაში ორ თვეზე ნაკლებ დროში, იანვარში შევა. ეს გადაწყვეტილება კი რუსულ ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულების დასრულებასა და კრემლის სამხედრო შემოსავლების შემცირებას ისახავს მიზნად.

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 4 ჯარისკაცი დაიღუპა

1794557573

"მალათიის პროვინციაში, ჩვენი S-70 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. ბორტზე მყოფი ჩვენი ოთხი მამაცი თანამებრძოლი დაიღუპა. ვლოცულობთ, რომ ღმერთმა შეიწყალოს ჩვენი დაღუპული სამხედროები. თანაგრძნობას ვუცხადებთ და გამძლეობას ვუსურვებთ მათ მგლოვიარე ოჯახებს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ჩვენს ღირსეულ ერს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ვერტმფრენის ნამსხვრევებს ღია ტერიტორიაზე, რამდენიმე შენობის სიახლოვეს ცეცხლი უკიდია.ავარიის ადგილზე პოლიცია, მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.Sikorsky S-70 მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ფართოდ გამოყენებული სატრანსპორტო ვერტმფრენია. მის მოდიფიკაციებს შორისაა Black Hawk-ი, რომელსაც ეკიპაჟის გარდა, 11-მდე სამხედრო მოსამსახურის გადაყვანა შეუძლია.

საყოველთაო გაფიცვის ფონზე მომხდარი ინციდენტების გამო, ბარსელონაში პოლიციამ 50 ადამიანი დააკავა

1794463501

მისი თქმით, ბარსელონას მერია სასამართლო პროცესებში ჩაერთვება, რომლებიც ქალაქისთვის მიყენებულ ზიანს უკავშირდება.მედიის ინფორმაციით, საყოველთაო გაფიცვის მხარდამჭერი დემონსტრაციის დასრულების შემდეგ, ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრია, სავაჭრო ობიექტები გაძარცვა და პასეო დე გრასიას ქუჩაზე მდებარე რამდენიმე ობიექტს ცეცხლი წაუკიდა.ცნობისთვის, ესპანეთში ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად საყოველთაო გაფიცვა ჩატარდა. პროტესტის მთავარი მიზეზი ქვეყანაში საცხოვრებლების გაძვირება და კრიზისია - ეს ყველაფერი კი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ხდება.

შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინელები თავიანთი ტერიტორიიდან უნდა გავიდნენ. ისინი უკრაინას დონბასის დათმობას სთავაზობენ - ვოლოდიმირ ზელენსკი

1794460638

ზელენსკის თქმით, უკრაინას დონბასის დათმობას სთავაზობენ. მისი განცხადებით, ასე საუბარი უკრაინასთან შეუძლებელია."შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად უკრაინელები თავიანთი ტერიტორიიდან უნდა გავიდნენ. ისინი უკრაინას დონბასის დათმობას სთავაზობენ.ამერიკული მხარე მუდმივად აყენებს ამ საკითხს და ტერიტორიულ დათმობებს ომის დასრულების გზად მიიჩნევს. ჩვენთან ასეთი ფორმით საუბარი შეუძლებელია", - განაცხადა ზელენსკიმ.

ესპანეთში საყოველთაო გაფიცვა არეულობაში გადაიზარდა - პროფკავშირების ცნობით, საყოველთაო გაფიცვაში ოთხი მილიონი მუშა მონაწილეობდა

1794460600

პროფკავშირების ცნობით, საყოველთაო გაფიცვაში ოთხი მილიონი ესპანელი მუშა მონაწილეობდა.ადამიანებმა საპროტესტო ჯაჭვები შექმნეს. პროტესტის მთავარი მიზეზი ქვეყანაში საცხოვრებლების გაძვირება და კრიზისია - ეს ყველაფერი კი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ხდება.ეს 2012 წლის შემდეგ (ევროზონის ვალების კრიზისის დროინდელი აქციების მერე) პირველი ასეთი მასშტაბური გაფიცვაა. აქციას მხარს უჭერს ესპანეთის ორი უმსხვილესი პროფკავშირი (UGT და CCOO), რომლებიც მილიონზე მეტ მუშას აერთიანებს.

ნიუ-იორკში, საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა

1794460271

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მაშველები ნანგრევებში სხვა შესაძლო დაზარალებულებს ეძებენ.ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, ჯონ ესპოზიტოს განცხადებით, ჩამოინგრა 1930 წელს აშენებული, ოთხბინიანი საცხოვრებელი შენობა და გვერდით მდებარე სამშენებლო მოედანზე გადავარდა, სადაც მიწის გათხრითი სამუშაოები მიმდინარეობდა.მისივე თქმით, შემთხვევის მიზეზს შესაბამისი სამსახურები იკვლევენ.ოფიციალური პირების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა სახლში ნგრევის მომენტში, რომელიც ადგილობრივი დროით 16:00 საათზე მოხდა. მათ ასევე არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი მუშა იმყოფებოდა სამშენებლო მოედანზე შენობის ჩამონგრევის დროს.

დასავლური დაზვერვის ინფორმაციით, ირანს თვეში დაახლოებით 50 ბალისტიკური რაკეტის წარმოება შეუძლია, რაც ომამდე არსებული შესაძლებლობების დაახლოებით ნახევარია - Bloomberg

1794402584

როგორც Bloomberg-ი წერს, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის რეგულარული შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობები დიდწილად განადგურებულია. თუმცა, დასავლელი ოფიციალური პირის განცხადებით, რომელიც სამხედრო დაზვერვის ანგარიშებს ეყრდნობა, ირანს, სავარაუდოდ, სულ მცირე 1 700 ბალისტიკური რაკეტა აქვს და ახალ რაკეტებსაც აწარმოებს, თუმცა ომამდე არსებულ ტემპთან შედარებით უფრო ნელა."ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" (IRGC), რომელიც ქვეყნის სამხედრო სტრუქტურაში ყველაზე გავლენიან და ძლიერ ძალას წარმოადგენს, სამშაბათს ვიდეომასალაც გაავრცელა. კადრებში, როგორც თავად უწყება აცხადებს, ნაჩვენებია ახალი მიწისქვეშა "სარაკეტო ქალაქის" გახსნა.ლონდონის კინგსის კოლეჯის ომის კვლევების დეპარტამენტის მოწვეული მკვლევრისა და CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსის, ჯიმ ლამსონის განცხადებით, რომელიც ირანისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებშია სპეციალიზებული, ირანის არსენალში შესაძლოა ათასობით "შაჰედის“ ტიპის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი) იყოს დარჩენილი.მისი განმარტებით, ბალისტიკური რაკეტებისა და "შაჰედის" ტიპის დრონების ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია. "უცნობია, რამდენად დიდი იყო ირანის იარაღის მარაგი ომამდე და რა მასშტაბით შეძლო ქვეყანამ უკვე გაშვებული, ან განადგურებული რაკეტების მარაგის შევსება", - აღნიშნა მან.