საზოგადოება
პატრიარქი: მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს

1795191490

"მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა.დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს…განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია. ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა. მის მოწყალებას მივანდობთ ახლად შესვენებულთა სულებს და ლოცვით შევეწევით მათ...შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს განუმტკიცოს რწმენა და მიმადლოს ძალა ამ ტკივილის დაძლევისა, დაშავებულთ კი შეეწიოს და მალე გამოაჯანმრთელოს.ღმერთმა გააძლიეროს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა!", - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს - ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები

1795189963

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს,"- ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები.ინფორმაციას "ქართული ოცნება" სოციალურ ქსელში ავრცელებს.ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 პირი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება. 

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს

1795189525

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 პირი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება. 

ნინო წილოსანი: რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ამორალური, ვიდრე 6 ადამიანის, მათ შორის, ბავშვების გარდაცვალების ფაქტს იყენებდე პოლიტიკური მიზნებისთვის

1795184436

"ქართულ ოცნებაში" კონკრეტულ ფაქტებსა და მაგალითებს ასახელებენ. მათ შორის ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ექსპერტი სოსო სიმონიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ზამთარში აფეთქებები კიდევ იქნება.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, ამორალურია ის საქციელი, როდესაც ტრაგედიებით ადამიანებს პოლიტიკური სარგებლის პოვნა სურთ."ალბათ არ არსებობს ნორმალური ფსიქიკის ადამიანი, ნორმალური მორალის მქონე ადამიანი, რომელიც ამგვარ ტრაგედიებზე გაიფიქრებს, რომ რამენაირად, საკუთარი სარგებელი იპოვოს. არა თუ ის, რომ თავის პოლიტიკური სარგებელი ნახოს, ამისთვის მოწოდებები აკეთოს, აქციები დააანონსოს. რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო ამორალური, ვიდრე 6 ადამიანის, მათ შორის, ბავშვების გარდაცვალების ფაქტს იყენებდე შენი პოლიტიკური მიზნებისთვის," - აცხადებს ნინო წილოსანი.

"ისევ შოკში ვარ, ყვავილები მოვიტანე, ვეღარ მოვითმინე, ვეღარ ვუძლებდი" - ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე დაღუპულების ახლობლები მივიდნენ

1795177156

პარალელურად, ადგილზე დილიდან იკრიბებიან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები. მათ ადგილზე მიაქვთ ყვავილები და მომხდარ ტრაგედიას იხსენებენ."სასწაული მოხდა, კიდევ შოკში ვარ, კიდევ არ მჯერა. ყველას, ბავშვებსაც ვიცნობდი, სულ ყველას. სასწაული ხალხი იყო. ყვავილები მოვიტანე, ვეღარ მოვითმინე, ვეღარ ვუძლებდი," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.მომხდარის შესახებ საუბრობს კიდევ ერთი ადგილობრივი."სკოლისთვის გავამზადე ბავშვი, გამოვედი და ვნახე ასეთი მდგომარეობა. ბიჭს არ ვიცნობდი, მაგრამ გოგოს ვიცნობდი, პირველ სართულზე ვინც ცხოვრობდა და ზემოთ, მესამეზე. კარგი ურთიერთობა მქონდა, ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა, განსაკუთრებით მძიმეა იმის გააზრება, რომ გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან - დავით სონღულაშვილი

1795175498

დავით სონღულაშვილის განცხადებით, მომხდარი უმძიმესი დანაკარგია არა მხოლოდ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის."ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. განსაკუთრებით მძიმეა იმის გააზრება, რომ გარდაცვლილთა შორის ბავშვებიც არიან.ეს უმძიმესი დანაკარგია არა მხოლოდ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. ამ მძიმე წუთებში, თანადგომას ვუცხადებ თითოეულ მათგანს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალის რაიონში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო

1795173549

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალის რაიონში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.ამ მძიმე წუთებში სოლიდარობას ვუცხადებთ მოძმე ქართველ ხალხს",- ვკითხულობთ ინფორმაციაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, სამძიმარი მინდა გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს - რევაზ ნადარაია ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიაზე

1795173484

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით, სამძიმარი მინდა გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. ეს არის, პირველ რიგში, ოჯახების ტრაგედია, ჩვენი ქვეყნის ტრაგედია არის და ვუცხადებ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახებს და ასევე სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს ვუსურვებ ძალიან სწრაფ გამოჯანმრთელებას," - აცხადებს რევაზ ნადარაია.დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს დარბაზში მსხდომმა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრებმაც.6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

"მოქალაქეები მეხანძრე-მაშველებს სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში, საიდანაც ეხმარებიან პირადი მოხმარების ნივთების გამოტანაში" - ლევან მუსელიანი

1795173401

"ამ დრომდე, მეხანძრე-მაშველები რჩებიან ადგილზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქალაქეების უსაფრთხოებას. ადგილზე გამოცხადებული მოქალაქეები მეხანძრე-მაშველებს სრული უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეჰყავთ საცხოვრებელ კორპუსში, საიდანაც ეხმარებიან პირადი მოხმარების ნივთების გამოტანაში.რაც შეეხება მეხანძრე-მაშველების მხრიდან დავალების შესრულებას, უზრუნველყოფენ მაღალ დონეზე უსაფრთხოების დაცვას, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მაქსიმალურად დაცულები და თავიანთი პირველადი მოხმარების ნივთები გამოიტანონ თავიანთი საცხოვრებელი ბინებიდან", - აღნიშნა ლევან მუსელიანმა.ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ადგილზე სპეციალისტები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მოსახლეობის ნაწილს დღეს ნივთების გამოტანის საშუალება მიეცა.

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან - შალვა პაპუაშვილი

1795170497

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რომელსაც ისინი განიცდიან.დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მაშველს, მედიკოსსა და სამაშველო სამუშაოებში ჩართულ ყველა ადამიანს. მათი თავდადება და ადამიანური თანადგომა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს.ასეთ მძიმე წუთებში კიდევ უფრო მძაფრად ვგრძნობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა.უფალმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები. ძალა და გამძლეობა მათ ოჯახებსა და ახლობლებს," - წერს პაპუაშვილი.6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.