დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ენდი ბერნემს მოუწოდა, რომ ბრექსიტის საკითხს შეეშვას და წინ წავიდეს. BBC-სთან საუბრისას მან გაკვირვება და აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი შესაძლოა ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანების შესაძლებლობას განიხილავდეს.

ტერეზა მეიმ, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს სამი წლის განმავლობაში აწარმოებდა, განაცხადა: "ბრექსიტი დასრულებულია. უბრალოდ, მიიღეთ ეს ფაქტი და წინ იარეთ".

მეის მტკიცებით, ენდი ბერნემი ამომრჩევლებს ზემოდან უყურებს, როცა მათ დაახლოებით ასეთ რამეს ეუბნება: "გახსოვთ ის რეფერენდუმი? მაშინ შეცდომა დაუშვით, არა? ამიტომ კიდევ ერთხელ სცადეთ და ამჯერად სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ".

ტერეზა მეიმ, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2016-2019 წლებში იკავებდა, ბერნემს მოუწოდა, ყურადღება დღევანდელ გამოწვევებზე გადაიტანოს და მათ მოგვარებას შეუდგეს, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე დისკუსია ხელახლა წამოჭრას.

ცნობისთვის, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ სურს, "იდეების ერთობლივი განხილვის" გზით შეისწავლოს ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სამომავლო ურთიერთობების შესაძლო ვარიანტები.