ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნაწილის ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას და აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.
ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, იგეგმება განმეორებითი კვლევები, რის შემდეგადაც გადაწყდება პაციენტების კლინიკიდან გაწერის საკითხი.
"ორი პაციენტი ამჟამად კლინიკაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია. დღეს, დაგეგმილია განმეორებითი კვლევები რის შემდგომაც გადაწყდება მათი ბინაზე გაწერის საკითხი", - განაცხადა კახაბერ ჭელიძემ.
